კატეგორია: სამართალი

“ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, მერე მოლოტოვის კოქტეილი ისროლა” – 24 წლის გოგონაზე თავდასხმის ახალი დეტალები

24 წლის მამაკაცის მიერ 24 წლის გოგონას დაწვის მცდელობის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა. დიდუბეში 24 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამავე ასაკის ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ირკვევა, რომ ბრალდებული შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მას შერიგებას აიძულებდა, კატეგორიული უარის გამო კი თავს დაესხა, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა, გუგა […]

24 წლის გოგონას, რომელსაც კაცმა ცეცხლი წაუკიდა, სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს

24 წლის გოგონა, რომელსაც ასევე 24 წლის ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. როგორც ქაშიბაძე განმარტავს, გოგონას სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ის დამწვრობის შოკიდან ჯერ გამოსული არ არის. „გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამწვრობის შოკიდან არ გამოსულა, მეორე-მესამე ხარისხის 37%-იანი დამწვრობა […]

სუსმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი და კიდევ 2 პირი დააკავა – ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი, ხოლო ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ჯგუფურად ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის ნოემბერში, ინდივიდუალურმა […]

ადვოკატი ქასრაშვილი – “ვახო ახვლედიანი ამბობს, რომ მათ გინებით მისდევდნენ, გამოდით, სად წახვედითო”

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახო ახვლედიანის ადვოკატი, მზია ქასრაშვილი საქმის დეტალებზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი მართლაც მოკლეს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განიცდის, რომ გიორგი შაქარაშვილი ვერ გადაარჩინა. „გუშინ, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ შაქარაშვილს ბლაგვი საგნით დარტყმა აქვს მიყენებული, რომელიც მუშტს არ […]

ქალის მოტაცებისთვის მარნეულში 3 პირი დააკავეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ი.მ და 2002 წელს დაბადებული ი.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ფ.-მ მარნეულის […]

არჩილ გაგნიძე – “19 ივნისს, საღამოს 10-ზე, სახლის წინ ვსვამდით ლუდს, როცა 10 აღელვებული ახალგაზრდა მოვიდა ჩვენთან” – როგორ აღმოჩნდნენ მორაგბეები აგარაკზე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბის, არჩილ გაგნიძის განცხადებით, ამავე საქმეში ფიგურანტმა რამდენიმე პირმა მცხეთაში გაყოლა არა საჩხუბრად, არამედ ავტომანქანის წამოსაყვანად სთხოვეს, ვინაიდან თავად ნასვამი იყვნენ. ამის შესახებ გაგნიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა. არჩილ გაგნიძე, რომელიც ერთ-ერთია, ვინც შაქარაშვილი ბოლოს ცოცხალი ნახა, ჩვენებაში დეტალურად იხსენებს შემთხვევის დღეს, მათ შორის საუბრობს ხიდის […]

დააკავეს შ.გ. რომელმაც ს.შ-ს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. […]

კ.კ-მ დედას აგინა და ცემა, შემდეგ კი კატა მოუკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.კ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, თბილისში, დედას – 1947 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სიტყვიერი […]

ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრისთვის დ.ნ. თელავში დააკავეს

28 ივნისს ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე შსს-მ 1 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული დ.ნ. განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, თელავში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე […]

ბაჩანა შენგელიას მიმართ იუსტიციის სამინისტრომ დისციპლინური საქმე აღძრა

ბაჩანა შეგელიას ინფორმაციით, სანოტარო საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალური წერილი მიუვიდა. წერილი ბაჩანა შენგელიამ სოციალურ ქსელ, „ფეისბუქზე“ გაასაჯაროვა. როგორც წერილშია აღნიშნული, იუსტიციის მინისტრის 24 ივნისის ბრძანების საფუძველზე ბაჩანა შენგელიას მიმართ აღიძრა დისციპლინური წარმოება. დისციპლინური საქმე კი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, როგორც წერილიდან ირკვევა, გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლებმა მისი, როგორც ნოტარიუს ბაჩანა შეგელიას […]