გორში მოკლული პოლიციელი დავით სვიანაძეა – ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა

გორში მოკლული პოლიციელი დავით სვიანაძეა - ბრალდებული თურქეთის მოქალაქეაგორში წუხელ მოკლული პოლიციელი 44 წლის დავით სვიანაძეა.

მას დანით ჭრილობა მდგმურმა, თურქეთის მოქალაქემ, მიაყენა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის სხვა წევრებს ეძინათ.

ბრალდებული კვერნაქის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

შემთხვევა ბერუაშვილის ქუჩაზე მოხდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული სვიანაძისგან,
ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.