“თბილისის სპეცრაზმი მოვარდა, ააწიოკეს სახლი, ხალხი ცუდად გახდა” – სპეცოპერაცია წეროვანში

"თბილისის სპეცრაზმი მოვარდა, ააწიოკეს სახლი, ხალხი ცუდად გახდა" - სპეცოპერაცია წეროვანშისპეცოპერაცია წეროვანში – გენერალი დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი ომის ვეტერანები სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამის შესახებ ჭანკოტაძემ ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

მე ახლა ვარ წეროვანში, დაახლოებით საღამოს რვა საათზე მოვარდა აქ თბილისის სპეცრაზმი, ჩვენს ბიჭებთან, ააწიოკეს სახლი. ხალხი ცუდად გახდა, მშობლები ჩვენი ბიჭების, დედა გახდა ცუდად. რეალური მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ვეტერანები, 2008 წლის ომის გმირები არიან, ბოლომდე ომობდნენ იქ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. აქ არიან ლტოლვილები, ყველაზე გაჭირვებული ხალხი იპოვეს, დაადგნენ და სპეცოპერაციას ატარებენ.

იარაღს ეძებდნენ, მე ამას დავარქმევ პოლიტიკურ დევნას. მე, როგორც ამ ომის მონაწილე, ვეტერანი, ამ ბიჭებს ვუვლი, ვეკითხები რა გაჭირვება აქვთ, როგორ ცხოვრობენ, რითი შემიძლია დავეხმარო.. პერიოდულად ვხვდები, რომ გავიგო, რა სიტუაციაში არიან და ეტყობა ამ პოლიტიკური მიზეზით დაარტყეს დღეს და ჩაუტარეს სპეცოპერაცია. როგორც ბიჭები ამბობენ, რაღაც ორდერი გვანახესო. არ იციან ამათ, მაგრამ ჩხრეკის ორდერი ჰქონდათ და ერთი საათის განმავლობაში, გადაატრიალეს სახლი, – ამბობს გენერალი დევი ჭანკოტაძე.

მთავარი