ბაჩანა შენგელიას მიმართ იუსტიციის სამინისტრომ დისციპლინური საქმე აღძრა

ბაჩანა შენგელიას მიმართ იუსტიციის სამინისტრომ დისციპლინური საქმე აღძრაბაჩანა შეგელიას ინფორმაციით, სანოტარო საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალური წერილი მიუვიდა. წერილი ბაჩანა შენგელიამ სოციალურ ქსელ, „ფეისბუქზე“ გაასაჯაროვა.

როგორც წერილშია აღნიშნული, იუსტიციის მინისტრის 24 ივნისის ბრძანების საფუძველზე ბაჩანა შენგელიას მიმართ აღიძრა დისციპლინური წარმოება. დისციპლინური საქმე კი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

ამასთან, როგორც წერილიდან ირკვევა, გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლებმა მისი, როგორც ნოტარიუს ბაჩანა შეგელიას „ფეისბუკ“ გვერდზე საჯაროდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოქვეყნებული ინფორმაცია შეამოწმეს, საიდანაც, მათი თქმით, დადგინდა, რომ ის საჯარო სოციალურ გვერდს იყენებდა პოლიტიკური შეხედულებების გამჟღავნებისა და შეფასებებისთვის.

ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელია იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს ამ საქმეზე გამოძიება დაიწყონ. მან ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიაციებს და სახალხო დამცველს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.