გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა ჩხარტიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განუცხადა. უფლებადამცველის განხცადებით, ჩხარტიშვილს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა. „საბა ჩხარტიშვილს წარედგინა ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც მოიცავს ძალადობას. დღეს საქმის მასალები არ გადმოგვცემია. ჩვენ ბრალის დადგენილებაზე გავაკეთეთ შენიშვნა, რომ დაუყოვნებლივ გადმოგვეცეს საქმის მასალები, შესაბამისად, დღეს არ მომხდარა მისი […]
კატეგორია: სამართალი
“მორაგბეები მცხეთაში უმცროსი უბნელების წამოსაყვანად ჩავიდნენ, ჩხუბისგან რომ განერიდებინათ”
თბილისის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ მორაგბეს, არჩილ გაგნიძეს ბრალს წაუყენებენ. მოგვიანებით კი, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ვასილ მახარაძეს წარედგინება. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მათი უფლებადამცველი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მორაგბეები ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არ მონაწილეობდნენ. ადვოკატი ირწმუნება, რომ მორაგბეები – არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე […]
აბაშაში მამაკაცი დაჭრეს
აბაშაში მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ დაჭრის ფაქტზე 1 პირია დაკავებული. „დაკავებულია პირი, რომლის მიმართ გამოძიება სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – აცხადებენ სამინისტროში.
“ირაკლი წაქაძე შაქარაშვილს იცნობდა, ის პირველ ჩხუბში მონაწილეობდა და შემდეგ სახლში წავიდა”
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ფეხბურთელს, ირაკლი წაქაძეს ბრალს ოფიციალურად თბილისის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთში წაუყენებენ. როგორც მისი ადვოკატი, გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ინციდენტის მხოლოდ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ირაკლი წაქაძეს გიორგი შაქარაშვილთან ნაცნობობა აკავშირებდა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა, შემდეგ კი თავის სახლში წავიდა. გიორგი შაქარაშვილი ფეხბურთელი […]
ანი გაბეჩავას დაბადების დღე – საიდან დაიწყო მასობრივი ჩხუბი, რასაც გიორგი შაქარაშვილის დაღუპვა მოჰყვა
გოგონა, რომლის დაბადების დღის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა, “2020NEWS”-ის ინფორმაციით, 22 წლის ანი გაბეჩავაა. „2020NEWS“ დაინტერესდა თუ როგორ განვითარდა ბურუსით მოცული ამბის მოვლენები მცხეთის აგარაკზე და როგორ მოხვდა ორი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ახალგაზრდების ჯგუფი ერთ სივრცეში. როგორც სააგენტოს ინფორმირებული წყარო უყვება, იუბილარმა გაბეჩავამ საკუთარი დაბადების დღის წვეულების ბილეთები გაყიდა, რათა უფრო მეტი […]
“მორაგბეები ჩხუბში დასახმარებლად ნახალოვკიდან ვახო ჩიქოვანმა მოიხმო”
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები – არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ნიკა ჟვანია, ასევე ვახო ჩიქოვანი, რომელმაც არსებული ინფორმაციით, დაურეკა მორაგბეებს და ჩხუბში დასახმარებლად მოიხმო “ნახალოვკიდან”. ასევე დაკავებულები არიან – „ვიტ ჯორჯიას” 19 წლის ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, თენგო ბარბაქაძე და ირაკლი მუმლაძე. ამბები
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ფეხბურთელი ირაკლი წაქაძეცაა დაკავებული
“კურიერის” ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ფეხბურთელი ირაკლი წაქაძეც არის დაკავებული. “კურიერი” დღეს იმყოფებოდა დაკავებულების ოჯახის წევრებთან, რომლებმაც თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული 17 პირისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ. ისინი მცხეთისა და თბილისის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები. შეგახსენებთ, რომ დღეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. “კურიერმა” დაკავებულების […]
“მე მარტო ერთს დავარტყიო…” – რას ჰყვება შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ბებია
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი სპორტსმენის, თენგო ბარბაქაძის ბებია “მთავარ არხთან” საუბრისას ჰყვება, რომ მის შვილიშვილს ინციდენტში მონაწილეობა მიღებული აქვს, თუმცა შაქარაშვილს არ იცნობდა. “გუშინ ჰყავდათ დაკითხვაზე. ადვოკატიც იქ იყო და რავიცი, არაფერი არ არიო. ადვოკატმა ასე გვითხრა, ეს საერთოდ არ ჩანს ამ ბიჭთანო და თენგოც ამბობდა მე მაგ ბიჭს საერთოდ […]
დავით ზეიკიძე მოსამართლე ქოჩიაშვილსა და მაკარიძეს, კორუფციის გამო, მოწმეების ჩვენებების, მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს
„ლიდერფუდთან“ დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესში, რომელიც 15 მლნ აშშ დოლარის მოცულობის წილის მხარისთვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიკუთვნებას შეეხება, კიდევ ერთი ახალი მნიშვნელოვანი დეტალი გაჩნდა. კერძოდ, მოპასუხე მხარის, დავით ზეიკიძის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა უზენაეს სასამრთლოს დამატებითი განცხადებით მიმართა, სადაც დეტალურადაა ახსნილი, თუ კონკრეტულად რა დარღვევები ჩაიდინეს ჯერ საქალაქო, ხოლო შემდგომ სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა. მან ასევე მოითხოვა, […]
“ჩემი შვილი ამბობდა, შაქარაშვილი არ დამინახავსო და პოლიციელმა კეფაში შემოარტყა და ზურგში მუშტი ჩაარტყა”
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ მის შვილს გამოკითხვისას პოლიციელმა ჯერ კეფაში, შემდეგ კი, ზურგში ჩაარტყა, რათა სასურველი ჩვენება მიეღო. როგორც დაკავებულის მამა განმარტავს, მის შვილს სთხოვდნენ ეთქვა, თუ რა მიმართულებით გაიქცა გიორგი შაქარაშვილი. მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ არ დაუნახავს, დაარტყეს. ამასთან, დაკავებული არასრულწლოვნის მამა ითხოვს, მის შვილს ჩვენება […]










