სუსმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი და კიდევ 2 პირი დააკავა – ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი, ხოლო ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ჯგუფურად ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის ნოემბერში, ინდივიდუალურმა მეწარმემ და მასთან დაახლოვებულმა პირმა განიზრახეს სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება, მისი წარმომავლობისათვის კანონიერი სახის მიცემა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული წიაღისეულის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის მიღება. მათ შესაბამისი ნებართვის გარეშე, 2019 წლის 30 ნოემბრიდან 2020 წლის 12 თებერვლის ჩათვლით, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოიპოვეს ათასობით კუბური მეტრი ინერტული მასალა, დაამზადეს 140 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები და სხვადასხვა ფირმაზე მოახდინეს რეალიზება. შედეგად კი მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი.

აღნიშნულ პირებს, დანაშაულებრივ საქმიანობაში დახმარებას უწევდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც პირადი ინტერესით, უპირატესობას ანიჭებდა მათ და წინასწარ აფრთხილებდა მოსალოდნელი შემოწმების შესახებ. შედეგად მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა და საჯარიმო სანქციების გამოყენება არ ხდებოდა, რითაც სისტემატიურად ილახებოდა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

გამოძიების მიერ დადგენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ჩართული ყველა პირი, რომელთა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგადაც, სახელმწიფოს ასობით ათასი ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ამოღებულია მათ მიერ გამოყენებული მძიმე ტექნიკა.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თაღლითობის, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და), რაც სასჯელის სახით 6 – დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი, ხოლო ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ჯგუფურად ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის ნოემბერში, ინდივიდუალურმა მეწარმემ და მასთან დაახლოვებულმა პირმა განიზრახეს სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება, მისი წარმომავლობისათვის კანონიერი სახის მიცემა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული წიაღისეულის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის მიღება. მათ შესაბამისი ნებართვის გარეშე, 2019 წლის 30 ნოემბრიდან 2020 წლის 12 თებერვლის ჩათვლით, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოიპოვეს ათასობით კუბური მეტრი ინერტული მასალა, დაამზადეს 140 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები და სხვადასხვა ფირმაზე მოახდინეს რეალიზება. შედეგად კი მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი. აღნიშნულ პირებს, დანაშაულებრივ საქმიანობაში დახმარებას უწევდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც პირადი ინტერესით, უპირატესობას ანიჭებდა მათ და წინასწარ აფრთხილებდა მოსალოდნელი შემოწმების შესახებ. შედეგად მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა და საჯარიმო სანქციების გამოყენება არ ხდებოდა, რითაც სისტემატიურად ილახებოდა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. გამოძიების მიერ დადგენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ჩართული ყველა პირი, რომელთა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგადაც, სახელმწიფოს ასობით ათასი ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ამოღებულია მათ მიერ გამოყენებული მძიმე ტექნიკა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თაღლითობის, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და), რაც სასჯელის სახით 6 – დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.The officers of Anti-corruption Agency of the State Security Service, as a result of operative-searching and investigative activities, on the basis of judge’s ruling, detained an employee of regional division of Environment Protection Supervision Department on the fact of abuse of official powers, while detained two individuals on the facts of carrying out illegal entrepreneurial activities jointly by more than one person, legalization of illegal income committed jointly by more than one person and manufacturing and use of forged payment documents.Investigation established that in November, 2019, individual entrepreneur and his close contact decided to illegally useful minerals, legalize their origin and receive income through realization of illegally obtained minerals. Without a respective permit, they illegally obtained several thousands of cubic meters of inert material throughout the period of November 2019 – February 2020 in the territory of a village Kitaani of Gurjaani Municipality and village Chabukiani of Lagodekhi Municipality, manufactured 140 forged payment documents and carried out their realization to various firms. Afterwards, they received income in especially large quantities. The mentioned individuals have been assisted in the illegal activities by the employee of regional division of Environment Protection Supervision Department, who, guided by a personal interest used to warn them in advance on expected checks. Therefore, their illegal activities were not revealed and penal sanctioned were not applied, which systematically damaged a lawful interest of state. Investigation established every individual involved in the crime and whose criminal activities caused material damage to the state in an amount of several hundreds of thousand GEL. Heavy machinery used by them has been seized. Investigation is carried out into the facts of abuse of official powers, carrying out illegal entrepreneurial activities jointly by more than one person ln large quantities, legalization of illegal income committed jointly by more than one person and manufacturing and use of forged payment documents jointly by more than one person (Article 192, paragraph 2, sub-paragraph “a”, article 194, paragraph 2, sub-paragraph “a”, article 210, paragraph 2, sub-paragraph “a” and article 332, paragraph 1), which envisage from 6 to 9 years of imprisonment.Investigation is carried out by Anti-corruption Agency of the State Security Service.

Gepostet von სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia am Dienstag, 30. Juni 2020