19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 3 არასრულწლოვანია. ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა “კურიერს” ესაუბრა. თამაზ ხამასურიძე მომხდართან დაკავშირებით საკუთარი შვილის ვერსიას დეტალურად აღწერს. “დაიწყო ნაქირავებ აგარაკზე საბურთალოელებსა და ნახალოვკელებს შორის, სადაც ვახო ჩიქოვანი შევიდა გასაშველებლად და თავში ბლაგვი საგანი მოხვდა, გაუტყდა თავი. ჩემი ბიჭი იყო შიგნით ბარში, როდესაც ყველა გარეთ გავიდა ჩხუბზე, ჩემმა შვილმა მეც გავყევიო, ჰაერზე რომ გამოვედი, […]
კატეგორია: სამართალი
“გიგა ტატიაშვილი შოკირებულია, რომ დააკავეს, შაქარაშვილი ვინაა, არ იცის, 2 მეტრიანი 140 კილო კაცი სრულ კოლაფსშია”
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სპორტსმენის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტატიაშვილი ბრალს არ აღიარებს, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს და საქმეს ნათელი სწორად მისი ჩვენების საფუძველზე მოეფინა. “ბრალის ფორმულირება უცნაურია, ედავებიან ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. ბრალს არ ეთანხმება და არ აღიარებს, […]
“მორაგბე ვასილ მახარაძეს ბრალი წაუყენეს, რასაც ის არ ეთანხმება” – ადვოკატ მამულაშვილის განმარტება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის ვასილ მახარაძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ვასილ მახარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითა და 145-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულისთვის წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული ბრალდება თავისუფლების აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ვასილ მამულაშვილის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვასილ მახარაძე, ბრალს არ ეთანხმება. “ვასილს მახარაძეს ბრალდება წაუყენეს […]
მორაგბე არჩილ გაგნიძეს ბრალი წაუყენეს – ის ბრალს არ აღიარებს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ, სპორტსმენის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, არჩილ გაგნიძე ბრალს არ აღიარებს. “ის არ ეთანხმება დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩავიდა მცხეთაში, თუმცა, სულ სხვა მიზნით. მას არცერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება ამირხანაშვილს, მას თბილისში წამოყვანა […]
ადვოკატი ჭიკაიძე – “საბა ჩხარტიშვილს ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენეს”
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა ჩხარტიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განუცხადა. უფლებადამცველის განხცადებით, ჩხარტიშვილს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა. „საბა ჩხარტიშვილს წარედგინა ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც მოიცავს ძალადობას. დღეს საქმის მასალები არ გადმოგვცემია. ჩვენ ბრალის დადგენილებაზე გავაკეთეთ შენიშვნა, რომ დაუყოვნებლივ გადმოგვეცეს საქმის მასალები, შესაბამისად, დღეს არ მომხდარა მისი […]
“მორაგბეები მცხეთაში უმცროსი უბნელების წამოსაყვანად ჩავიდნენ, ჩხუბისგან რომ განერიდებინათ”
თბილისის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ მორაგბეს, არჩილ გაგნიძეს ბრალს წაუყენებენ. მოგვიანებით კი, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ვასილ მახარაძეს წარედგინება. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მათი უფლებადამცველი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მორაგბეები ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არ მონაწილეობდნენ. ადვოკატი ირწმუნება, რომ მორაგბეები – არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე […]
აბაშაში მამაკაცი დაჭრეს
აბაშაში მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ დაჭრის ფაქტზე 1 პირია დაკავებული. „დაკავებულია პირი, რომლის მიმართ გამოძიება სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – აცხადებენ სამინისტროში.
“ირაკლი წაქაძე შაქარაშვილს იცნობდა, ის პირველ ჩხუბში მონაწილეობდა და შემდეგ სახლში წავიდა”
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ფეხბურთელს, ირაკლი წაქაძეს ბრალს ოფიციალურად თბილისის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთში წაუყენებენ. როგორც მისი ადვოკატი, გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ინციდენტის მხოლოდ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ირაკლი წაქაძეს გიორგი შაქარაშვილთან ნაცნობობა აკავშირებდა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა, შემდეგ კი თავის სახლში წავიდა. გიორგი შაქარაშვილი ფეხბურთელი […]
ანი გაბეჩავას დაბადების დღე – საიდან დაიწყო მასობრივი ჩხუბი, რასაც გიორგი შაქარაშვილის დაღუპვა მოჰყვა
გოგონა, რომლის დაბადების დღის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა, “2020NEWS”-ის ინფორმაციით, 22 წლის ანი გაბეჩავაა. „2020NEWS“ დაინტერესდა თუ როგორ განვითარდა ბურუსით მოცული ამბის მოვლენები მცხეთის აგარაკზე და როგორ მოხვდა ორი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ახალგაზრდების ჯგუფი ერთ სივრცეში. როგორც სააგენტოს ინფორმირებული წყარო უყვება, იუბილარმა გაბეჩავამ საკუთარი დაბადების დღის წვეულების ბილეთები გაყიდა, რათა უფრო მეტი […]
“მორაგბეები ჩხუბში დასახმარებლად ნახალოვკიდან ვახო ჩიქოვანმა მოიხმო”
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები – არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ნიკა ჟვანია, ასევე ვახო ჩიქოვანი, რომელმაც არსებული ინფორმაციით, დაურეკა მორაგბეებს და ჩხუბში დასახმარებლად მოიხმო “ნახალოვკიდან”. ასევე დაკავებულები არიან – „ვიტ ჯორჯიას” 19 წლის ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, თენგო ბარბაქაძე და ირაკლი მუმლაძე. ამბები










