კატეგორია: სამართალი

ადვოკატი ღურწკაია – “ღამის 3-ის ნახევარზე მერსედესის მგზავრების სახლებში ჩხრეკა დაიწყო”

ადვოკატი ღურწკაია - "ღამის 3-ის ნახევარზე მერსედესის მგზავრების სახლებში ჩხრეკა დაიწყო"

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, გარდაცვალების საქმის ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი ამ წუთებში მცხეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. სავარაუდოდ, მისი განმეორებითი დაკითხვა უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქმეში ბლაგვი საგანი – რკინის ხელკეტი ფიგურირებს. როგორც “კურიერისთვის” გახდა ცნობილი, გასულ ღამით ჩხრეკა ჩატარდა “მერსედესის” მარკის ავტომობილის მგზავრების სამ საცხოვრებელ სახლში. ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ ჩხრეკა არასამუშაო საათებში […]

ხვიჩა ბარბაქაძე – “გიგა ტატიაშვილი იუბილარის კლასელია… ნახალოვკელებს საბურთალოელები მისდევდნენ”

ხვიჩა ბარბაქაძე - "გიგა ტატიაშვილი იუბილარის კლასელია... ნახალოვკელებს საბურთალოელები მისდევდნენ"

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მოწმე იკითხება, რომელიც იმ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა. როგორც მოწმედ გამოსაკითხი პირის, თენგო ბარბაქაძის მამა, ხვიჩა ბარბაქაძე აცხადებს, სუფრასთან იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილიც. მისივე თქმით, ტატიაშვილი იუბილარის კლასელია. ხვიჩა ბარბაქაძის განცხადებით, ჩხუბს ტატიაშვილი და მისი შვილი გამოერიდნენ და თბილისში სავარაუდოდ, ტატიაშვილის კუთვნილი “მერსედესის” მარკის […]

საბერძნეთში ქართველმა ქალმა ცეცხლი წაიკიდა და მე-5 სართულიდან გადახტა

საბერძნეთში ქართველმა ქალმა ცეცხლი წაიკიდა და მე-5 სართულიდან გადახტა

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში ახალგაზრდა ქართველი ქალის გარდაცვალების ახალი დეტალები. პირველ ეტაპზე, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ქართველი ემიგრანტი სავარაუდოდ აფეთქების ტალღამ მეხუთე სართულიდან გადმოაგდო, ვინაიდან ცხედარი ნაწილობრივ დამწვარი იყო. გარდაცვლილი ქალის მეგობარი კი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ რეალურად აფეთქება არ მომხდარა. მისი თქმით, 36 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „ცეცხლი წაიკიდა და მეხუთე სართულიდან გადმოხტა. […]

პროკურატურამ ადვოკატი გ.ჩ. ქრთამის მიცემისთვის დააკავა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია ადვოკატი გ.ჩ. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა გ.ჩ.-მ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ ა.ლ.-სთან ერთად შუამავალს შესთავაზა ერთ-ერთი თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 100.000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უნდა გათავისუფლებულიყო. “აღნიშნულის თაობაზე შუამავალმა […]

ალექსი კობაიძე – “მორაგბეები რომ მივიდნენ, გიორგი შაქარაშვილი იქ აღარ იყო”

ალექსი კობაიძე - "მორაგბეები რომ მივიდნენ, გიორგი შაქარაშვილი იქ აღარ იყო"

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული მორაგბეების ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქმეში ჩნდებიან, გიორგი შაქარაშვილი უკვე იქ აღარ იმყოფებოდა და ვერსია, რომ ბოლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ნახეს შაქარაშვილი, რეალობას არ შეესაბამება. „ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მდგომარეობა ძალიან სტრესულია იქიდან გამომდინარე, რომ მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ ძეწოლას განიცდიან, თან იმ პირობებში, როდესაც […]

ქუთაისში რიონში 54 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში რიონში 54 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარე რიონიდან სამაშველო ბრიგადამ 54 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანა. როგორც “მთავარს” სამაშველო სამსახურის პრესასამსახურში განუმარტეს, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება მათთან გუშინ, გვიან ღამით შევიდა. ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები გრძელდებოდა, დილით კი მამაკაცის ცხედარი იქნა ნაპოვნი, – განმარტავენ სამაშველო სამსახურში. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.

ელმირა წულაიამ ყოფილი ქმრისგან ფულის მისაღებად დახმარება ქურდებს სთხოვა

ჯეირანას და კუსას მხარდაჭერით 1 პირს 8.800 ევროს გადახდა დააკისრეს - შსს-მ 10 პირი დააკავა - ვიდეო

ყოფილ მეუღლეებს შორის არსებული ფინანსური დავა ჯერ ქურდულ სამყარომდე, შემდეგ კი მართლმსაჯულებამდე მივიდა. ყოფილ ცოლ-ქმარ წულაიებს შორის 9 ათას ევროზე დაწყებულ კონფლიქტში დანაშაულის ნიშნები მაშინ გამოიკვეთა, როცა ორივე მხარემ დავის მათთვის სასარგებლოდ გადასაწყვეტად საქმეში კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირები ჩართო. ყველაფერი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, როცა ელმირა წულაიამ ახლობელ მირზა მირზიაშვილს მიმართა და ყოფილი მეუღლისგან ვალის […]

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი დაკითხეს, რომელიც შავ ტოიოტაში იჯდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი დაკითხეს, რომელიც შავ ტოიოტაში იჯდა

რამდენიმე დღის წინ, მცხეთაში ერთ-ერთ დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება, ახალგაზრდა სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე შელაპარაკება “ნახალოვკელებსა” და “საბურთალოელებს” შორის მოხდა, რომელიც ავტომაგისტრალზე გაგრძელდა. “კურიერის” ინფორმაციით, საქმეზე 24 ივნისს მორაგბეები დაიკითხნენ, ოქროს მოწმეზე დაყრდნობით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სწორედ მათ წამოიყვანეს გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან თბილისში. მედიასთან მორაგბეებმა არ დააკონკრეტეს, […]

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტია – ვახო ახვლედიანი, რომელიც იმ ღამეს რკინის ხელკეტებით ცემეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტია - ვახო ახვლედიანი, რომელიც იმ ღამეს რკინის ხელკეტებით ცემეს

ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვახო ახვლედიანია. “კურიერი” სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა და ცენტრალურ მაგისტრალზე გადავიდა. მისი ადვოკატის მტკიცებით, თბილისისკენ მიმავალ გზაზე გიორგი შაქარაშვილსა და გურამ ამირხანაშვილს შეხვდა, მათთან ერთად იმყოფებოდა საქმის კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი ფოტოგრაფიც, რომელიც წვეულებისთვის იუბილარმა დაიქირავა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ვახო ახვლედიანს ცხვირი გატეხილი აქვს და ნაცემია. მზია ქასრაშვილის მტკიცებით, საბედისწერო […]

ელისო კილაძე სუსში დაიბარეს – შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე

ელისო კილაძე სუსში დაიბარეს - შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე

ჟურნალისტი ელისო კილაძე შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე სუსში დაიბარეს. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა: “ხვალ, 13:00 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვარ დაბარებული გამოკითხვაზე ! შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ! გამოძიებას ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას გადავცემ!”