აბაშაში მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ დაჭრის ფაქტზე 1 პირია დაკავებული.
„დაკავებულია პირი, რომლის მიმართ გამოძიება სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – აცხადებენ სამინისტროში.

