დაკარგული ფეხბურთელის საქმეზე დაკითხვები დაიწყო. გამოძიების კითხვებს ახლა ის პირი პასუხობს, რომელმაც გიორგი შაქარიშვილი ბოლოს ნახა. ის მცხეთაში მეგობრის წვეულებას ფეხბურთელთან ერთად ესწრებოდა და სახლი მასთან ერთად დატოვა. ამის შემდეგ როგორც მოწმე აცხადებდა, მათი გზები გაიყო, მეგობარს უკავშირდებოდა, თუმცა მისი ტელეფონი გამორთული იყო. ამ წუთებში მცხეთის პოლიციაში ამ საქმის ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ის არის პირი, რომელიც 19 […]
კატეგორია: სამართალი
სპეცოპერაცია დიღმის მასივში – დაკავებულია 2 უცხოელი
თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სამართალდამცველები დიღმის მასივში მუშაობენ. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს უკავშირდება. “კურიერის” ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. მათ ორი ბინა ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჰქონდათ ნაქირავები. “კურიერის” ინფორმაციით, ამოღებულია ნივთმტკიცებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფოამციით, დიღმის მასივში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით, მეტი დეტალის დაზუსტების შემდეგ გაავრცელებენ.
დავით ზეიკიძე: დუმბაძეს და მის ხელშემწყობებს მეტი გზა აღარ რჩებათ, გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაეფარონ, რადგან ამით კიდევ უფრო დიდი დანაშაულებების დამალვას ცდილობენ
„ლიდერფუდთან“ დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი დრამატულ ხასიათს იღებს. საქმე ეხება დავას „ლიდერფუდის“ 50%-იან წილზე, რაც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე ირაკლი დუმბაძეს მიანიჭა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველს მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელი სარჩელის შეტანის ვადის გაშვება გახდა. მოპასუხე მხარე სარჩელის ჩაბარების ფაქტს სადაოს ხდის და უკვე უზენაეს სასამართლოს თხოვს არსებითი განხილვისთვის საქმის საქალაქო სასამართლოსთვის დაბრუნებას. […]
ნიკა გვარამია – “ჩემი წყაროები არიან სუს-ის და “ოცნების” მაღალჩინოსნები”
ჩემი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი. ეს ინფორმაცია მათ მივაწოდე და ასევე, არის მეორე წყარო – „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი, რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციებს, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. გვარამიას ინფორმაციით, გამოკითხვაზე, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეს უკავშირდებოდა, ძირითადი შეკითხვები წყაროსთან […]
გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა შესთავაზეს
გიორგი გაბუნიას გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, გამოძიებას აინტერესებდა საიდან ჰქონდა ინფორმაცია მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ. მისივე თქმით, მას ინფორმაციის ორი წყარო ჰყავდა – ნიკა გვარამია და მისივე დაცვა “აქცენტი იყო იმაზე საიდან მაქვს მე ინფორმაცია, რომელიც მაქვს. მე ორი წყარო მყავდა ინფორმაციის […]
შოთა უტიაშვილი – “2007-ის ნოემბერში გიორგი თარგამაძის მკვლელობა იგეგმებოდა”
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა შოთა უტიაშვილმა, გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმის მსგავსი პრეცედენტები გაიხსენა, რომელიც საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების ან მათთან დაახლოებული ჯგუფების აქტივობას მიანიშნებს. უტიაშვილის თქმით, იმ დროს ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის მკვლელობაც იგეგმებოდა. “იყო ასეთი შემთხვევა 7 ნოემბრის შემდეგ, ინფორმაცია, რომელიც ცხინვალიდან მივიღეთ, რომ მაშინაც გადაწყვიტეს […]
ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის ადევნების და მუქარის ფაქტზე რ.ნ.-ს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და მას პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს. სასამართლოს ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ მიმართა. უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე […]
სალომე ტატიშვილის სიკვდილში დამნაშავე გიორგი ლიპარტელიანი ჩეხეთიდან თბილისში დააბრუნეს
12 წლის სალომე ტატიშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში დამნაშავე გიორგი ლიპარტელიანი ქვეყანაში დააბრუნეს. ჩეხეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა. გუდაურში მომხდარი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ გიორგი ლიპარტელიანი სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გაამართლა, მეორემ კი დამნაშავედ ცნო. მას ქართული მხარე რამდენიმე წელი ეძებდა. ის ჩეხეთის რესპუბლიკაში 2020 წლის მარტში დააკავეს, რამდენიმე დღეში კი ქართულ მხარესთან თანამშრომლობის […]
გორში 19 წლის გ.გ.-მ 10 წლის გოგონას სექსუალური ფოტო გადააღებინა და ფეისბუქით მისთვის გააგზავნინა – ვიდეო
პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე გორში ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, გორში დააკავეს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე […]
საქართველოს 6 სასტუმროს ხელმძღვანელები არარსებული კლიენტების სახელით ჯავშნიდნენ სასტუმროს ნომრებს და უცხოელებს ბარათებიდან ფულს აჭრიდნენ
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი 6 სასტუმროს ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ბრალდებულებთან გ.კ. და კ.ა.-სთან და […]










