სპეცოპერაცია დიღმის მასივში – დაკავებულია 2 უცხოელი

სპეცოპერაცია დიღმის მასივში - დაკავებულია 2 უცხოელითბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სამართალდამცველები დიღმის მასივში მუშაობენ. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

“კურიერის” ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.

მათ ორი ბინა ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჰქონდათ ნაქირავები. “კურიერის” ინფორმაციით, ამოღებულია ნივთმტკიცებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფოამციით, დიღმის მასივში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით, მეტი დეტალის დაზუსტების შემდეგ გაავრცელებენ.