კატეგორია: სამართალი

დოდო გუგეშაშვილი – “ზაზა მურჯიკნელი ბრალს არ აღიარებს”

თადარიგის პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის ინფორმაციით, მისი მკვლელობის მცდელობასა და ნოდარ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზაზა მურჯიკნელი ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, გამოძიება ქილერის გარდა დამკვეთების და შუამავლების გამოვლენასაც ცდილობს. ,,მარტო ქილერის დასჯით არ იქნება საქმე ბოლომდე მიყვანილი, მას ჰყავს დამკვეთები და შუამავლები. დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც გამოვლინდებიან, რადგან მე ჩვენი გამოძიებით უზომოდ აღფრთოვანებული ვარ. პრაქტიკულად […]

დავით ცინარიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ცინარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც პროკურორმა განმარტა, ახალი გარემოება, რაც ცინარიძის მდგომარეობას შეამსუბუქებდა, არ გამოკვეთილა. ამასთან, ბრალდების მხარის განმარტებით, ცინარიძეს ბრალი ძალადობრივი ხასიათის ქმედებისთვის […]

დავით ცინარიძე სასამართლოზე დუმილის უფლებას იყენებს

ბატონო მოსამართლე, დუმილის უფლებას გამოვიყენებ, – ამის შესახებ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა დავით ცინარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. აღნიშნულით მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის კითხვას, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ, გასცა პასუხი. ამ წუთებში, სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ცნობისთვის, დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით […]

“ვარკეთილის ბაზრობის ადგილზე დიდი კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა”

ვარკეთილის ბაზრობის ყოფილი მეწილის ზანდა მსხვილიძის წარმომადგენლის, გიგი სისვაძის განცხადებით, არსებობს ვერსია, რომ ბაზრობის ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა. უფლებადამცველის განცხადებით, ხანძართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ამასთან, მისივე თქმით, ბაზრობის დამფუძნებლებს შორის გარკვეული დაპირისპირებაა. „ეს ეჭვები იქიდან გამომდინარე წარმოიქმნა, რომ ჩვენი ინფორმაციით, ბაზრობის დომინანტ დამფუძნებლებს შორის, ამჟამად არის განხეთქილება. ბაზრობის ირგვლივ არსებობს არაერთი ვერსია, რაც ნანახი […]

„პერესტრელკებიც“ ჰქონდა, მოუკლია კიდეც” – რას ყვებიან ლიანდაგზე ჩაცხრილულ გარიკ გევორქიანზე

ისანში რკინიგზის ლიანდაგზე ჩაცხრილულ 52 წლის გარიკ გევორქიანს მეზობლები უარყოფით პიროვნებად ახასიათებენ. სისხლიან გარჩევაში მონაწილე ცოლაკ აივაზიანი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. მისი სახლიდან ამოღებული მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით მამაკაცი კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირი იყო. „რას აკეთებდა? კარგს არაფერს. ადამიანური ფაქტორები არ ჰქონდა. […]

მოსკოვის გამზირზე გაბუნიას საქმეზე სპეცოპერაცია ტარდება – დაკავებულია 1 პირი

მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია ტარდება. “რუსთავის 2-ის” ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და იქ არსებულ ერთ-ერთ საწყობში ჩხრეკა მიმდინარეობს. ასევე, დაკავებულია ერთი პირი. ადგილზე  მუშაობენ კინოლოგებიც. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური “რუსთავი 2 -თან” სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

გიორგი გაბუნია – “ბოდიშის მოხდას და მუხლებზე ხოხვას არ ვაპირებ, პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა”

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს, დამოკიდებულება არ შეცვლია და პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა გაბუნიას თქმით, ის ვერ შეიცვლება, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი მოქალაქე. “მე პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო, ბოდიშის მოხდაზე და მუხლებზე ხოხვაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, არანაირი ბოდიშის მოხდას, რაც ვთქვი პუტინზე […]

გიორგი გაბუნია 18 ივნისს 10 საათზე სუსში დაიბარეს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, გაბუნია 18 ივნისს, დილის 10:00 საათზეა დაბარებული. ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის […]

ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. ვუთხარით, რომ არ გვაქვს სურვილი, მივიდეთ და იქ გამოიკითხოს ნიკა გვარამია. შესაბამისად, თუკი უსაფრთხების სამსახურს აქვს ამის სურვილი, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სასამართლოში გამოვცხადდებით და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება ნიკა გვარამიას დაკითხვა. რა კითხვები […]

ჯანელიძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი 52 წლის გარიკ გევორქიანია, დაკავებული – 55 წლის ცოლაკ აივაზიანი

ისანში, ჯანელიძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი 52 წლის გარიკ გევორქიანია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 55 წლის ცოლაკ აივაზიანი​. ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ კონფლიქტს უკავშირდება. ასევე, მოკლულის და ეჭვმიტანილის ოჯახები ერთმანეთთან ახლობლობდნენ. ისანში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცმა ოჯახის ახლობელს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. […]