სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეგ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. „მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. ბრალდებული […]
კატეგორია: სამართალი
გვარამია – “ბოკოვი გაბუნიას მოკვლას რამზან კადიროვის დავალებით აპირებდა”
ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული […]
სუსის მიერ დაკავებული ვასამბეგ ბოკოვი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა
“მთავარი არხის” ინფორმაციით, 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ტელეარხის ვებგვერდზე განთავსებული ანონსის თანახმად, 15 ივნისს, 20:00-ზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. “ნეტგაზეთი” ინფორმაციის დასაზუსტებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში თქვეს, რომ აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ. გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, […]
ქავთარაძეზე სუსის მიერ დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვია
“კურიერის” ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვია – მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. “კურიერმა” გაარკვია, თუ რას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულს, რომელიც აჰმედის სახელითაა ცნობილი. ირკვევა, რომ პირი მალავდა საკუთარ ვინაობას, სახელს, გვარს და საქმიანობას. “კურიერის” ინფორმაციით, მისი ნამდვილი სახელი და გვარი ვასამბეგ ბოკოვია და ის რუსეთის მოქალაქეა. დაკავებულის […]
კანონიერი ქურდი თემურ გვასალია სენაკელ ბიზნესმენს 60.000 დოლარს სძალავდა
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სენაკში მცხოვრებ ბიზნესმენს ერთ-ერთი ჩეჩნური დაჯგუფების სახელით შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ე.წ. ჩეჩნური დაჯგუფების უკან ცნობილი „კანონიერი ქურდი“ თემურ გვასალია იდგა. როგორც დაზარალებული ბიზნესმენის ახლობელმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, სამართალდამცველებმა „კანონიერ ქურდთან“ კავშირში მყოფი კრიმინალური „ავტორიტეტი“ უკვე დააკავეს. მისი ინფორმაციით, სინამდვილეში არანაირი ჩეჩნური დაჯგუფება არ არსებობდა და ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვას […]
სუსმა აჭარაში ქრთამის აღებისთვის 3 პირი დააკავა – ვიდეო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსი და ერთი პირი, ხოლო ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე – ექსპერტი დააკავეს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, […]
რომში 35 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს
იტალიის დედაქალაქ რომში, მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მალანას რაიონში 35 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რომა თუდეი ავრცელებს. 11 ივნისს, ადგილობრივი დროით 14:30-ზე მამაკაცი პოლიციელებმა დაინახეს. იგი ერთ-ერთი სახლის გაძარცვას აპირებდა. პოლიციელების დანახვისთანავე მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაჭერა და დაკავება მაინც მოახერხა. ინფორუსთავი
ბათუმის საკათედრო ტაძრიდან 30 ლარის და საეკლესიო ნივთების მოპარვისთვის თ.ღ. დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული თ.ღ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში ედება. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით […]
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში გიორგი ჭანტურია მოსამართლე მადონა მაისურაძემ გაამართლა
გიორგი ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის, უკანონო შეძენა- შენახვის ნაწილში და მას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. გიორგი ჭანტურია დარბაზშივე დააკავეს. გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იარაღის ნაწილში გაასაჩივრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბექა ბასილაიამ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა. როგორც ადვოკატი […]
ოზურგეთში დააკავეს ი.ო., ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ო., ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ერთლულიანი გადაჭრილი […]









