კატეგორია: სამართალი

პესკოვი – გაბუნიას მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთი არ დგას

ბრალდებები იმის შესახებ, რომ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას, მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთი დგას, აბსურდია, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ერთ რამეს გეტყვით, თავიდანვე არსებობდა ბრალდებები, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ინციდენტში ჩართული იყო. თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ამ სახის ბრალდებები აბსურდი და სიცრუეა,“- განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ […]

თბილისში, ჯანელიძის ქუჩაზე, 52 წლის გ.გ. მოკლეს, დაკავებულია 55 წლის ც.ა. – ვიდეო

თბილისში 52 წლის მამაკაცი მოკლეს. “კურიერის” ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. ერთ-ერთი ტყვია საცხოვრებელ სახლს მოხვდა. “კურიერის” ინფორმაციით, პირს, რომელიც წარსულში მძიმე დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული, დილით სამმა პირმა მიაკითხა, სახლიდან გაიყვანა და მიმდებარე ტერიტორიაზე, იარაღიდან ესროლა. გასროლამდე დანაშაულში მონაწილე პირები ჯერ საუბრობდნენ, შემდეგ კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა. მკვლელობა ქუჩაში მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც, […]

4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ა.ლ.-ს 17 წელი მიესაჯა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირს 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისა და ცივი იარაღის ტარებისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ორ ეპიზოდზე და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული ა.ლ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო […]

ნიკა გვარამია სუსში დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორს ნიკა გვარამიას ელოდებიან. ინფორმაციას სუსი ადასტურებს. საქმე ეხება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეს, რომელზეც გამოძიება სუსში მიმდინარეობს. შეგახსენებთ,  გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით […]

ნუგზარ კახიძის მკვლელობიდან ვარკეთილის ბაზრობის ხანძრამდე – რას აგვარებდა მამუკა მდინარაძის საადვოკატო ბიურო

უკომპრომისო ბრძოლაში ვარკეთილის ბაზრობის მოწილეები მას შემდეგ შევიდნენ, რაც კუთვნილი პროცენტების გადანაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ. მრავალწლიანი დაუსრულებელი დავისა და დაპირისპირების მიუხედავად, კონფლიქტი ამ დრომდე ამოწურული არ არის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვარკეთილის ბაზარს ამ დროისთვის 8 კანონიერი მფლობელი ჰყავს, თუმცა 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით, ბაზრობის ნაწილს ყადაღა დაედო. მუდმივი ბრძოლისა და დაპირისპირების ფონზე, ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი […]

ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის წინააღმდეგ – “სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დავხუჭავ!”

ნაზი ჯანეზაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დავხუჭავ! სასამართლოს ე.წ. კლანს, სხვა მიზეზებთან ერთად, იმიტომაც ჰქვია კლანი, რომ ერთმანეთს ხელს აფარებენ და ერთმანეთის შეცდომებზე ხმას არ იღებენ. როდესაც ჩნდება კითხვები, ამაზე საუბარს არ უნდა მოვერიდოთ. თვალის დახუჭვით ე.წ. კლანს არ უნდა დავემსგავსოთ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ანა დოლიძის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩნდება […]

გაბუნიას მკვლელობის საქმეზე კიევში უშიშროების გენერალ შაიტანოვის დაკავების შემდეგ გავიდნენ

გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის მზადების შესახებ  უკრაინელი სამართალდამცავების მიერ რამზან კადიროვთან კავშირში ეჭვმიტანილი უკრაინის უშიშროების გენერლის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი – საქმის ახალ დეტალებს “მთავარ არხს” ყოფილი სამხედრო, ვანო ნადირაძე უყვება. ვანო ნადირაძის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელი გენერალი შაიტანოვი მხილებულ იქნა რამზან კადიროვთან კავშირში. გამოძიების ინფორმაციით, მას კადიროვისა და პუტინის მოწინააღმდეგის […]

კორუფციის ნიშნები სასამართლოში – კბილაშვილი ,,ლიდერფუდის” საქმის განხილვას უზენაესის დიდი პაკატისგან მოითხოვს

ადვოკატი არჩილ კბილაშვილი „ლიდერფუდის“ საქმეზე უზენაესი სასამართლოსთვის დამატებითი განცხადებით მიმართვას აპირებს, რომელშიც დეტალურად იქნება ახსნილი, თუ კონკრეტულად რა დარღვევები ჩაიდინეს ჯერ საქალაქო, ხოლო შემდგომ სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა. ადვოკატი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცეს. ამის თაობაზე კბილაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში, „ლიდერფუდის“ საქმის განმხილველ მოსამართლეთა მხრიდან […]

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ავსტრალიის მოქალაქეს 20 წელი, საქართველოს 2 მოქალაქეს კი 19-19 წელი მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ე.წ. „ბავშვთა პორნოგრაფიის’’ საქმეზე ბრალდებულებს 20 და 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გააზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ე.წ „ბავშვთა პორნოგრაფიის“ საქმეზე ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები – მ.პ. და ც.მ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულები – პ.ლ., მ.პ. და ც.მ სასამართლომ […]

რუსმა კოლეგამ მითხრა, მაგ კაცს კადიროვი მოკლავსო – ექსპერტი ჟურნალისტ გაბუნიაზე

“შარშან გაბუნიამ პუტინს რომ აგინა, რუსმა კოლეგამ მითხრა, მაგ კაცს კადიროვი მოკლავსო,” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ „მთავარ არხს“ განუცხადა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი დაახლოებული პირების მხრიდან შურისძიება მოსალოდნელი იყო. „ის იყო ერთ-ერთი ჩემი რუსი კოლეგა. უბრალოდ, თავის ლოგიკური დასკვნა გამიზიარა. ასე მარტივად ეგეთი რაღაცეები არ მთავრდებაო“, – ამბობს შარაშენიძე. […]