კატეგორია: სამართალი

ლევან ჯიბღაშვილს 5 წელი პირობით მიესაჯა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯიბღაშვილის ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმების თანახმად, 5-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ფულადი ჯარიმაც, რის ოდენობასაც ადვოკატი არ აკონკრეტებს. ბრალდების მხარესა და ბრალდებულს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. „ბრალდების მხარესა და ჩვენს […]

სპეცოპერაცია სენაკში – ნინოშვილის ქუჩაზე რამდენიმე პირი დააკავეს

სპეცოპერაცია სენაკში – ნინოშვილის ქუჩაზე, სასტუმრო “ვერსალის” მიმდებარედ, სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა დანაშაულზეა საუბარი, თუმცა არსებობს ვერსია, რომ საქმე თანხის გამოძალვას ეხება. მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ მედიასთან არც სასტუმრო “ვერსალის” თანამშრომლები საუბრობენ, თუმცა, როგორც “კურიერთან” ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, მან გასროლის ხმა გაიგონა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

სუსმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაცია უკვე დასრულებულია, თუმცა ადგილზე სუს-ის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მუშაობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეცოპერაციის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. სუს-ი სპეცოპერაციის დეტალებზე განცხადებას სავარაუდოდ, მოგვიანებით გაავრცელებს.

“ცოლი მიმალავდა, რომ ფეხმძიმედ იყო” – ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივებმა ჩვილი სოფლის მიმდებარედ, ბენზინგასამართ სადგურზე ნახეს და პოლიციას აცნობეს. ამ ეტაპზე ახალშობილი ბიჭი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალშობილის მამა აცხადებს, რომ მან მეუღლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა, ცოლი „გაზრდილ მუცელს კი ავთვისებიან სიმსივნეს აბრალებდა“. მისივე თქმით, მეუღლემ მარტო იმშობიარა და ახალშობილი […]

სანკტ-პეტერბურგში კორონავირუსით ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდი” გარდაიცვალა

სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ გარდაიცვალა. რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, საჩინო გეგეჭკორი 70 წლის იყო. მისი გავლენის სფერო სანკტ-პეტერბურგი იყო. საჩინო გეგეჭკორი მეექვსე ე.წ. კანონიერი ქურდია, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა. ცნობისთვის, რუსეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. იქ გარდაცვლილია 6 532 დაავადებული ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის მიუხედავად, დედაქალქ მოსკოვში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

მკვლელობის მცდელობისთვის თბილისში მ.ა. დააკავეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ა., მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ მ.ლ.-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა მ.ა. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. […]

რუსთავში მამაკაცი დაჭრეს – ვიდეო

რუსთავში მამაკაცი დაჭრეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 30 წლამდე ახალგაზრდა ძველ რუსთავში, ქაშაკაშვილის ქუჩაზე დაჭრეს. მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, სავარაუდოდ, დანით 5 ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ემერჯენსის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, რომ მამაკაცს ოპერაცია ამ დროისთვის უტარდება. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, […]

თარაშ კანდელაკის ადვოკატი – “ჩვენთვის მთავარია, ერეკლე თედლიაშვილი გადარჩეს”

გორის რესტორანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალი გახდა ცნობილი. 18 წლის ბიჭი დარტყმის შედეგად მეორე სართულიდან გადავარდა. დაკავებულის ადვოკატი შოთა მანელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მთავარი საზრუნავია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ,,ჩვენთვის, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დაკავებულის ოჯახს, უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ახალგაზრდა ბიჭის, ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ, შეგნებულად თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარის გაკეთებისგან და ვფიქრობთ, რომ […]

ერეკლე თედლიაშვილის დედა – “ჯერ ჩემი შვილი იყოს ცოცხალი, დანარჩენს დეტალებში გავარკვევ!”

გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის მოზარდის ადვოკატი გორის პოლიციაში გამოძიების მიმდინარეობის დეტალებს გაეცნო. დაზარალებულს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ფიზიკური დაზიანებები, წინასწარი ინფორმაციით, ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის, შვილმა თარაშ კანდელაკმა მიაყენა. “კურიერთან” დღეს პირველად დაშავებულის მშობლები ალაპარაკდნენ. დედა საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. კეთდება განცხადებები სავარაუდო მოტივთან დაკავშირებითაც. ოჯახის ინფორმაციით, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი მეგობრებთან ერთად […]

“გაგა ჭინჭარაულმა აგრესიულად მომმართა, ბიჭებთან რას დადიხარო, გამიგდეს წიხლქვეშ, მოგერიებისთვის დანა გამოვიყენე” – გიორგი ჭინჭარაულს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

სიღნაღის რაიონულ სასამართლომ დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებაში „ქართული ოცნების” საკრებულოს წევრს, გიორგი ჭინჭარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში შეუფარდა. პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულის 5000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, არსებობს ბრალდებულის მიერ მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ასევე ის მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ. მანამდე კი სასამართლოზე მომხდარის შესახებ ისაუბრა თავად ბრალდებულმა. გიორგი ჭინჭარაულის თქმით, ის მაღაზიაში, […]