რომში 35 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს

რომში 35 წლის ქართველი მამაკაცი დააკავესიტალიის დედაქალაქ რომში, მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მალანას რაიონში 35 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რომა თუდეი ავრცელებს.

11 ივნისს, ადგილობრივი დროით 14:30-ზე მამაკაცი პოლიციელებმა დაინახეს. იგი ერთ-ერთი სახლის გაძარცვას აპირებდა. პოლიციელების დანახვისთანავე  მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაჭერა და დაკავება მაინც მოახერხა.

ინფორუსთავი