სუსმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა

სუსმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაცია უკვე დასრულებულია, თუმცა ადგილზე სუს-ის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მუშაობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეცოპერაციის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

სუს-ი სპეცოპერაციის დეტალებზე განცხადებას სავარაუდოდ, მოგვიანებით გაავრცელებს.