კატეგორია: სამართალი

კახა მურადაშვილი – “ჩემი დაწინაურება გიორგი რურუას დაკავებას არ უკავშირდება”

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა მურადაშვილის განცხადებით, მისი დაწინაურება “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას დაკავებას არ უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ მურადაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის მოწმის სახით დაიკითხა. დაცვის მხარის განცხადებით, კახა მურადაშვილი იმ საგამოძიებო სამმართველოს უფროსი იყო, რომელმაც გიორგი რურუას დაკავება მოახდინა. “ჩემი დაწინაურება ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა და ამაზე პასუხს მე ვერ […]

ნარკოტიკების გასაღებისთვის ბ.კ-ს და ა.თ-ს 17, ხოლო ზ.ბ-ს 15 წელი მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. შსს-ს გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ 2019 წლის სექტემბრის თვეში ზ.ბ-მ, ა.თ-მ, და ბ.კ-მ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მოტივაცია იყო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოეხდინათ ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა და შემდგომ ინტერნეტსაიტის საშუალებით მისი გასაღება. უწყების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის […]

ბათუმის თევზის ბაზართან აფეთქება მოხდა

ბათუმის თევზის ბაზართან მდებარე კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად კაფეს ერთი კედელი ჩამოინგრა. აფეთქება დღეს, 10 ივნისს, დილის საათებში მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ცნობით აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე პრიმა  მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების […]

თარაშ კანდელაკი ერეკლე თედიაშვილის ცემისთვის დააკავეს – პოლიციამ მოკრივე გიორგი კანდელაკის სახლი გაჩხრიკა

3-საათიანი ჩხრეკა ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის საცხოვრებელ სახლში, გორში, გამთენიისას ახალგაზრდებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას მოჰყვა. სამართალდამცველები ყოფილი სპორტსმენითა და მისი ოჯახით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გაირკვა, რომ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი კანდელაკის კუთვნილ რესტორანში დაიწყო, სადაც მისი შვილი თარაშ კანდელაკი ერთ-ერთი მონაწილე პირი იყო. სწორედ ამ გარჩევის დროს დაშავდა 18 წლის ერეკლე თედიაშვილი, რომელიც 19 […]

“ოცნების” დეპუტატ გიორგი ჭინჭარაულს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდება წარედგინა

სოფელ გამარჯვებაში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გიორგი ჭინჭარაულს  ბრალდება წარედგინა. გიორგი ჭინჭარაული სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატია “ქართული ოცნებიდან”. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გ.ჭ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა. შინაგან […]

შპს „ორბიტას“ დირექტორი მ.კ. დააკავეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს „ორბიტას“ დირექტორი მ.კ. დააკავეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და მ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 182-ე მუხლის […]

სოფო კილაძის ყოფილ ქმარს, ავთანდილ ხარაძეს, 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილ ქმარს, ავთანდილ ხარაძეს პატიმრობა შეეფარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მოსამართლე დავით კურტანიძემ 4 ივნისს იმსჯელა და ავთანდილ ხარაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. მათივე ინფორმაციით, შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ხარაძემ შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია. მას ყოფილ […]

„ლიდერფუდის“ საქმე მთლიანად ბიზნეს-სამართლის წარმოებისთვის იქცევა გამოუსწორებელ საფრთხედ – დავით ზეიკიძე ბიზნესომბუდსმენს მიმართავს

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებელმა დავით ზეიკიძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს მიხეილ დაუშვილს წერილით მიმართა. ზეიკიძე ბიზნესომბუდსმენს სთხოვს, შეისწავლოს „ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავა და გასცეს საკუთარი რეკომენდაციები. „კიდევ ერთხელ გეუბნებით და გაფრთხილებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი საქმე – ეს არის საქმე, რომელსაც თუ დროულად არ მიეხედა, მთლიანად ბიზნეს-სამართლის წარმოებისთვის იქცევა გამოუსწორებელ საფრთხედ“, – აღნიშნავს […]

სამტრედიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ტაქსში ცოლს მოკვლით დაემუქრა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, ქალაქ სამტრედიაში, ტაქსით მგზავრობის დროს, მეუღლეს – 1998 წელს დაბადებული ქ.თ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ცივი იარაღით ხელზე მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. მას შემდეგ, […]

ნელი დოროყაშვილის მიმართ ბასილაშვილების ექვსივე შემაკავებელი ორდერი ძალაში დარჩა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბასილაშვილის მხარე მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას ითხოვდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ექვსივე შემაკავებელი ორდერი ძალაში დარჩა. ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველებმა პროცესის შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს. სავარაუდოდ, ბასილაშვილების ოჯახი დღეს ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს. “თბილისის საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოცემული […]