სანკტ-პეტერბურგში კორონავირუსით ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდი” გარდაიცვალა

სანკტ-პეტერბურგში კორონავირუსით ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" გარდაიცვალასანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ გარდაიცვალა.

რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, საჩინო გეგეჭკორი 70 წლის იყო.

მისი გავლენის სფერო სანკტ-პეტერბურგი იყო. საჩინო გეგეჭკორი მეექვსე ე.წ. კანონიერი ქურდია, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა.

ცნობისთვის, რუსეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. იქ გარდაცვლილია 6 532 დაავადებული ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის მიუხედავად, დედაქალქ მოსკოვში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.