ჰოლანდიაში დააკავეს ქართველი მამაკაცი, რომელსაც 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩნდა

ჰოლანდიაში დააკავეს ქართველი მამაკაცი, რომელსაც 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩნდანიდერლანდების მედიის ცნობით, ეინდჰოვენში დაკავებულია ქართველი მამაკაცი, რომელსაც 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩნდა. დაკავებული თანხის წარმომავლობას არ ასახელებს.

მედიის ცნობით, დაკავებული მამაკაცის ადვოკატი აცხადებს, რომ 35 წლის მამაკაცი უსახლკაროა.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი პირველ მაისს დააკავეს, როდესაც სამართალდამცავებმა ეინდჰოვენის ერთ-ერთ სახლში 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩინეს. დაკავებულს ბრალად ფულის გათეთრება ედება.

მედიის ცნობით, ჩხრეკისას პოლიციამ ასევე ამოიღო ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ამუნიცია და ფულის სათვლელი აპარატი.

პირველი არხი