კოსტავას ქუჩაზე, ლომბარდში, მოკლული მამაკაცი იპოვეს

კოსტავას ქუჩაზე, ლომბარდში, მოკლული მამაკაცი იპოვესსამართალდამცავებმა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ლომბარდში მოკლული მამაკაცი იპოვეს.

არსებული ინფორმაცით, ლომბარდი, სადაც მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, თავად გარდაცვლილს ეკუთვნოდა.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, გასროლის ხმა არ გაუგიათ. მათი ინფორმაციით, ლომბარდში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი მივიდა და ცხედარი სწორედ მან აღმოაჩინა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცმა თავი მოიკლა. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.