კოსტავაზე ლომბარდში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი 51 წლის სერგო ბლიაძეა

კოსტავაზე ლომბარდში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი 51 წლის სერგო ბლიაძეაკოსტავას 44 ნომერში, ლომბარდში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი 51 წლის სერგო ბლიაძეა.

არსებული ინფორმაციით, ცხედარი ლომბარდში მისმა ცოლმა აღმოაჩინა. მანამდე, 51 წლის მამაკაცს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე სერგო ბლიაძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კარანტინის რეჟიმში მას ლომბარდი დაკეტილი ჰქონდა.

შესაბამისად, სწორედ დაკეტილ ლომბარდში მისულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან ვენები გადაიჭრა.

ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი