საჩხერეში, 11 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბესიკ ივანაშვილია.
30 წლის ბიზნესმენი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მეზობელი და ოჯახის ახლობელია.
შვილის დაკავებას ადასტურებს ივანაშვილის მამა, თუმცა მან არ იცის, რა გახდა სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი.
ბესიკ ივანაშვილი ბიზმესმენია. მისი სახელი საეჭვო ტენდერებშიც ფიგურირებს. ის ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად იგებდა ტენდერებს იმერეთის რეგიონში და მასზე ოპოზიცია ხშირად საუბროდა, რომ შესყიდვები სწორედ მის კომპანიაზე იყო მორგებული.
შინაგან სამეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.

