კატეგორია: სამართალი

“ტელევიზორს უყურებდა მე-8 სართულზე და თავში ტყვია მოხვდა” – საბურთალოზე მოკლული ქალი თიკა მახალდიანის დედა თამუნა ანთელავაა

"ტელევიზორს უყურებდა მე-8 სართულზე და თავში ტყვია მოხვდა" - საბურთალოზე მოკლული ქალი თიკა მახალდიანის დედა თამუნა ანთელავაა

ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე. საკუთარ საცხოვრებელ სახლში მყოფ ქალს თავის არეში ბრმა ტყვია მოხვდა და ადგილზე მოკლა. „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი უყვება, რომ გარდაცვლილი ქალი ცნობილი მომღერლის, თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავაა. „წარმოუდგენელი ტრაგედიაა. აღდგომის დღეს ამას ვერვაინ წარმოვიდგენდით. კარანტინის გამო სახლიდან არ გასულა. მერვე სართულზე ცხოვრობს. ტელევიზორს უყურებდა, როცა უცებ ფანჯარა ჩაიმსხვრა და ტყვია […]

სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენისთვის ბაჩო ქათამაძე დააკავეს

სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენისთვის ბაჩო ქათამაძე დააკავეს

პოლიციამ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში. მისი მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბაჩო ქათამაძე, ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]

საბურთალოზე ქალს საკუთარ სახლში გარედან ნასროლი ტყვია მოხვდა და მოკლა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე შუახნის ქალი სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქალი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როცა აღნიშნული შემთხვევა მოხდა. ფანჯრის შუშა ჩაიმსხვრა და ქალს ტყვია მოხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.

აღდგომის აღნიშვნისთვის შსს-მ ვარკეთილში 6 პირი დააკავა

აღდგომის აღნიშვნისთვის შსს-მ ვარკეთილში 6 პირი დააკავა

შსს-მ ვარკეთილში ექვსი პირი დააკავა. როგორც შსს-ში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მოქალაქეების დაკავება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის დარღვევისთვის მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეთა ჯგუფი ვარკეთილში აღდგომას აღნიშნავდა, როდესაც მათთან პოლიცია მივიდა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. აღნიშნულს მოქალაქეები არ დაემორჩილნენ და მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა, ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. ადგილზე სამართალდამცველთა რამდენიმე ეკიპაჟის მობილიზება გახდა საჭირო. […]

ლაშა გოგია და გია გულორდავა ციხიდან გამოუშვეს

ლაშა გოგია და გია გულორდავა ციხიდან გამოუშვეს

ზუგდიდის ყოფილმა მერმა და ვიცე მერმა საპატიმროები ვადაზე ადრე დატოვეს. ლაშა გოგიასა და გია გულორდავას პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალათ და ისინი უკვე საკუთარ სახლებში იმყოფებიან. ინფორმაცია “კურიერს” პენიტენციურ დაწესებულებაში დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სულ 50 პირს შეეხო. “2020 წლის აპრილში შესაბამისი ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 50 მსჯავრდებულს, მათ შორის მსჯავრდებულებს ლ.გ.-ს და გ.გ.-ს (ვინც მოიხადა სისხლის […]

მარტვილში 24 წლის 9 თვის ორსულმა თავი მოიკლა

გორში 16 წლის თანაკლასელმა ქალ-ვაჟმა თავის მოკვლა სცადა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, 24 წლის 9 თვის ორსულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სხვა დეტალები არ ხმაურდება. გარდაცვლილს 4 წლის ვაჟი დარჩა. „რა გითხრათ, ისე ვინერვიულე, წნევა მაქვს. დეტალებზე არ მსურს საუბარი”, – გვითხრა სოფლის რწმუნებულმა, გენადი კვაშილავამ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პრაიმტაიმი

გურამ დონაძე გაათავისუფლეს

გურამ დონაძე - "მოსამართლე მგელიაშვილმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა... ზაზა ბაქრაძემ პოლიტპატიმრად მაქცია"

ხელისუფლებასთან გარიგება შედგა! „ახალი თაობისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გურამ დონაძე პატიმრობიდან გათავისუფლეს. როგორც ცნობილია, გურამ დონაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ჩვენება ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცა. ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაჟღერდა, რომ დონაძე ჩვენებას მისცემდა ოქრუაშვილის წინააღმდეგ, სანაცვლოდ კი მიიღებდა თავისუფლებას. როგორც ჩანს, გარიგება შედგა. ზურაბ მიქაძე ციხეს ივნისის თვეში დატოვებს. დონაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ოქრუაშვილის თანაპარტიელებმაც […]

მოქალაქე მ.ხ.-ს 18.000 ლარის გადახდას აიძულებდნენ – გურიის პოლიციამ 4 პირი დააკავა – ვიდეო

მოქალაქე მ.ხ.-ს 18.000 ლარის გადახდას აიძულებდნენ - გურიის პოლიციამ 4 პირი დააკავა - ვიდეო

სამართალდამცავებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ბრალდებულები ერთ-ერთ პირს საზღვარგარეთ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი „კანონიერი ქურდისთვის“ და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ფულადი თანხის ჩარიცხვას აიძულებდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფოთსა და ოზურგეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი 4 პირი: 1989 წელს დაბადებულ ვ. […]

ნიკა გვარამიას დაცვის წევრმა თემო სამხარაძემ თავი მოიკლა

ნიკა გვარამიას დაცვის წევრმა თემო სამხარაძემ თავი მოიკლა

ნიკა გვარამიას დაცვი წევრმა თემო სამხარაძემ თავი მოიკლა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი. არ ვიცი, რა მოხდა მერე, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა, მაგრამ ამ დილით გადაწყვიტა, რომ უნდა დავეტოვებინეთ და მუდმივი ტკივილი მოესაჯა ყველასთვის, ვისაც გვიყვარდა და გვჭირდებოდა. დაცვის წევრი და […]

სამწევრისში მეზობლის მკვლელობისთვის ნ.ბ.-ს 9 წელი მიუსაჯეს

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მსჯავრდებულმა პირმა სოფელ სამწევრისში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მეზობელს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ნ.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, […]