პოლიციამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. პოლიტიკური პარტიია “გირჩის” აქტივისტები იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე გახანგძლივებულ საგანგებო მდგომარეობასა და მკაცრ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.
“გირჩის“ წევრები 3.000-3.000 ლარით დააჯარიმეს. სამართალდამცველების განცხადებით, მათ ადმინისტრაციული სახდელი იმის გამო დაეკისრათ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მერვე მუხლი დაარღვიეს. მათივე თქმით, აქციის მონაწილეებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო მოქმედ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში აქციის გამართვა აკრძალულია.

