“კურიერმა” სახლში, სადაც ბრმა ტყვიას შუა ხნის ასაკის თამუნა ანთელავა ემსხვერპლა, პირველი ფოტოები გადაიღო – კადრებზე ჩანს ტყვიისგან ჩამსხვრეული შუშა. უბედური შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც აივნიდან უმისამართოდ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღი. უწყების ინფორმაციით, სწორედ მისმა გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა ქალი. რუსთავი 2
კატეგორია: სამართალი
ჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი და საკუთარი და დაჭრა – ვ.ა. დააკავეს – ვიდეო
ჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი დაჭრა, შემდეგ კი დაზიანება საკუთარ დას მიაყენა. აღდგომის საღამოს, სავარაუდოდ, ურთიერდაპირისპირების შედეგად ძმამ ცივი იარაღით ჯერ მეზობელი დაჭრა, შემდეგ კი დას მიაყენა დაზიანება. დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს […]
მკვლელობა ვარკეთილში – დაკავებულია გ.ვ. – ვიდეო
ვარკეთილში, კობცოვის ქუჩაზე, ცივი იარაღით შუახსნის მამაკაცი მოკლეს. სავარაუდოდ, მომხდარს, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაპირისპირება უძღოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ.ვ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისსავე უბანში მცხოვრებ მამაკაცს […]
“550 მეტრიდან გაისროლესო მაკაროვიდან, ნუცუბიძის ქუჩიდან“ – თიკა მახალდიანის დედის, თამუნა ანთელავას, მკვლელობისთვის პოლიციელი ს.გ. დააკავეს
ვაჟა-ფშაველაზე გუშინ გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავა, ემსხვერპლა. შუახნის ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, როდესაც ბრმა ტყვია შუბლში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები ინფორმაციით, გასროლა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან მოხდა. „დაკავებულია ვიღაც, შორიდან მოხდა გასროლა ნახევარი კილომეტრიდან როგორც ვიცით. ადამიანი იჯდა სახლში, ტელევიზორთან და მოხვდა […]
“ტელევიზორს უყურებდა მე-8 სართულზე და თავში ტყვია მოხვდა” – საბურთალოზე მოკლული ქალი თიკა მახალდიანის დედა თამუნა ანთელავაა
ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე. საკუთარ საცხოვრებელ სახლში მყოფ ქალს თავის არეში ბრმა ტყვია მოხვდა და ადგილზე მოკლა. „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი უყვება, რომ გარდაცვლილი ქალი ცნობილი მომღერლის, თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავაა. „წარმოუდგენელი ტრაგედიაა. აღდგომის დღეს ამას ვერვაინ წარმოვიდგენდით. კარანტინის გამო სახლიდან არ გასულა. მერვე სართულზე ცხოვრობს. ტელევიზორს უყურებდა, როცა უცებ ფანჯარა ჩაიმსხვრა და ტყვია […]
სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენისთვის ბაჩო ქათამაძე დააკავეს
პოლიციამ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში. მისი მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბაჩო ქათამაძე, ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]
საბურთალოზე ქალს საკუთარ სახლში გარედან ნასროლი ტყვია მოხვდა და მოკლა
თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე შუახნის ქალი სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქალი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როცა აღნიშნული შემთხვევა მოხდა. ფანჯრის შუშა ჩაიმსხვრა და ქალს ტყვია მოხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.
აღდგომის აღნიშვნისთვის შსს-მ ვარკეთილში 6 პირი დააკავა
შსს-მ ვარკეთილში ექვსი პირი დააკავა. როგორც შსს-ში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მოქალაქეების დაკავება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის დარღვევისთვის მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეთა ჯგუფი ვარკეთილში აღდგომას აღნიშნავდა, როდესაც მათთან პოლიცია მივიდა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. აღნიშნულს მოქალაქეები არ დაემორჩილნენ და მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა, ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. ადგილზე სამართალდამცველთა რამდენიმე ეკიპაჟის მობილიზება გახდა საჭირო. […]
ლაშა გოგია და გია გულორდავა ციხიდან გამოუშვეს
ზუგდიდის ყოფილმა მერმა და ვიცე მერმა საპატიმროები ვადაზე ადრე დატოვეს. ლაშა გოგიასა და გია გულორდავას პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალათ და ისინი უკვე საკუთარ სახლებში იმყოფებიან. ინფორმაცია “კურიერს” პენიტენციურ დაწესებულებაში დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სულ 50 პირს შეეხო. “2020 წლის აპრილში შესაბამისი ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 50 მსჯავრდებულს, მათ შორის მსჯავრდებულებს ლ.გ.-ს და გ.გ.-ს (ვინც მოიხადა სისხლის […]
მარტვილში 24 წლის 9 თვის ორსულმა თავი მოიკლა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, 24 წლის 9 თვის ორსულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სხვა დეტალები არ ხმაურდება. გარდაცვლილს 4 წლის ვაჟი დარჩა. „რა გითხრათ, ისე ვინერვიულე, წნევა მაქვს. დეტალებზე არ მსურს საუბარი”, – გვითხრა სოფლის რწმუნებულმა, გენადი კვაშილავამ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პრაიმტაიმი









