ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი დადგენილი წესის დარღვევით აქვს წარდგენილი და არა 24 საათში, როგორც ამას კანონი მოითხოვს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა. როგორც ჭაბაშვილი განმარტავს, სახელმწიფო ბრალდებას ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მტკიცებულებები კანონის დარღვევით აქვს მოპოვებული. „წინა სასამართლო სხდომაზე გარკვეული შუამდგომლობები დავაყენეთ, პროკურორსაც ჰქონდა შუამდგომლობა. თუმცა, მოგეხსენებათ, ზურაბ ადეიშვილის დაცვაში […]
კატეგორია: სამართალი
გუკა რჩეულიშვილი საკუთარ სახლთან დააკავეს
სამართალდამცავებმა „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ის ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილი გლდანის მერვე საპყრობილეშია გადაყვანილი. ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაა, რის გამოც სასამართლომ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. იპნ
გუკა რჩეულიშვილზე ძებნა გამოცხადდა
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე პოლიციაში დაბარებულმა გურამ რჩეულიშვილმა გუშინ ფხვიერი მასა წარადგინა, რაც მისი განმარტებით „კოკაინი“იყო, რომლის ნაწილიც მოიხმარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილის მიმართ გამოძიება ნარკოდანაშაულის ფაქტზეც დაიწყო, რადგან მას ნარკოტიკების, მათ შორის “კოკაინის” მოხმარება დაუდგინდა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გურამ რჩეულიშვილს მეუღლის, […]
გუკა რჩეულიშვილს პატიმრობა შეეფარდა
„ცენტრ პოინტის” დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს მისი მეუღლის, ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. რჩეულიშვილის დაპატიმრების მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაა. როგორც “ნიუპოსტს” გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა გახდა.
სუსმა ყალბი ვალუტის საქმეზე თურქეთის მოქალაქე დააკავა – ვიდეო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ა.კ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქემ 2100 აშშ დოლარის სანაცვლოდ 4200 ყალბი აშშ დოლარი საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეზე გაასაღა. გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვის და […]
ირაკლი დეკანოიძეს ნათია გოგალაძის მკვლელობისთვის 20 წელი მიესაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის, ნათია გოგალაძის, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 ოქტომბერს, ხაშურში ირაკლი დეკანოიძე ყოფილ მეუღლესთან სამსახურში კუსტარულად […]
გლდანში 44 წლის მამაკაცი დაჭრეს
კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰაკერების მიერ ინტერნეტ ტოტალიზატორის საშუალებით მოქალაქეების პირადი ანგარიშიდან თანხების მოხსნის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. მათივე განმარტებით, ბრალდებულებმა 13 სხვადასხვა მოქალაქის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწიეს […]
”არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა. მივატოვე 2 ოჯახი” – პროკურორ დავით შაკიაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს
მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად. როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულმა პროკურორმა დავით შაკიაშვილმა განაცხადა. მან სასამართლო პროცესზე მის კოლეგებს, პროკურატურას ბოდიში მოუხადა, ადვოკატებს კი გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა. დავით შაკიაშვილმა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების […]
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეირჩა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღო. მან საბჭოს წევრთა 12 ხმა მიიღო. საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის. დეპუტატთა სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით დაინიშნება. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს […]







