ზუგდიდში მამაკაცი სავარაუდოდ ბასრი საგნით დაჭრეს.
ის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ შეიყვანეს, კლინიკის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, მას ყელის არეში, სავარაუდოდ ბასრი საგნით ჰქონდა მსუბუქი ჭრილობა მიყენებული. პაციენტი სავადმყოფოდან უკვე გაეწერა.
მამაკაცის დაჭრაზე გამოძება დაიწყო, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„გამოძიება მიმდინარეობს 117 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებას“, – უთხრეს „ლაივპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

