იტალიაში, ქალაქ ბარში, საქართველოს მოქალაქე დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 41 წლის ქალი და 16 წლის მოზარდი.
დედა-შვილი დანტეს ქუჩა N391-ში, ლიბერტას უბანში იპოვეს.
მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს პოლიცია. საქართველოს საკონულო სამსახური იტალიაში კომუნიკაციაშია სამართალდამცავებთან.

