კატეგორია: სამართალი

ქრთამის აღებაზე დაკავებულ პროკურორ დავით შაკიაშვილს 8 ადვოკატი იცავს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს, დავით შაკიაშვილს 8 ადვოკატი იცავს. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში შაკიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროცესს ესწრება თავად ბრალდებული პროკურორიც. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, პროკურორმა დავით შაკიაშვილმა ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50.000 ლარის ოდენობით. ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ […]

პროკურორი დ.შ. 20.000 ლარი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დააკავა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ., დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ მის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ, არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის […]

გიგი უგულავას აეროპორტის საქმეზე გირაო გააუქმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა, გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, დააკმაყოფილა. გარდა ამისა, მოსამართლემ გააუქმა უგულავას მიერ საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება. მოსამარათლე დაცვის მხარის დასაბუთებას დაეთანხმა. ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა პროცესზე განმარტა, რომ “ფონდების საქმეზე” უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებისა და უგულავასთვის […]

დიდ დიღომში 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი დაარბიეს

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი ვანდალურად დაარბიეს. ფაქტის ამსახველი ფოტოები მამა ნექტარიოს მჭედლიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც “რუსთავი 2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-117-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

“ირაკლი ოქრუაშვილთან საპროცესო შეთანხმება გამორიცხულია” – მის პროცესზე ელენე ხოშტარია დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეს, „ევროპული საქართველოს” წევრ ელენე ხოშტარიას კითხავენ. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, ის დაადასტურებს, რომ 20 ივნისის აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან რაიმე ძალადობას ან ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ადვოკატს, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, […]

საბა თათეშვილი 45 წლის ვალერი შარტანოვის მკვლელობისთვისაა დაკავებული

მკვლელობით დასრულებული თავდასხმა ცნობილი ბიზნესმენის ოჯახზე. საბა თათეშვილი, რომლის ოჯახიც შპს “საბა თაუერის” მფლობელია, მკვლელობაშია ბრალდებული. არაოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს დილით, დანით შეიარაღებული პირი თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხა და ჭრილობები მიაყენა, საპასუხოდ თათეშვილმა თავდამსმხელს ესროლა, რა დროსაც ის ადგილზევე დაიღუპა. 45 წლის ვალერი შარტანოვის ცხედარი 4-საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. საზარელი […]

პიკასოს ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებული საბა თათეშვილი ”საბა თაუერის” მეპატრონის შვილია

ცნობილი ხდება თბილისში რამდენიმე საათის წინ მომხდარი მკვლელობის მოტივი. მეზობლები პირად საუბრებში ყვებიან, რომ მძინარე მამაკაცს თავს ოჯახის დამხმარე ქალის შვილი დაესხა, რომელმაც ფული ჯერ საკუთარ დედას მოსთხოვა, უარის შემდეგ ის გაკოჭა და თანხის გამოძალვა ახლა იმ ოჯახის წევრებისგან სცადა, სადაც ქალი მუშაობდა. მათივე ვერსიით, 45 წლის მამაკაცი თავს მძინარე ახალგაზრდას დაესხა და დანით მრავლობითი […]

თბილისში, პიკასოს ქუჩაზე მამაკაცის მკვლელობისთვის ს.თ. დააკავეს

პოლიციამ თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 1990 წელს დაბადებული – ს.თ. ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული – ს.თ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 […]

თბილისში მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს – რა მოხდა პიკასოს ქუჩაზე

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.

„სვეტი დეველოპმენტის“ დირექტორსა და დამფუძნებელს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

სამშენებლო კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ დირექტორსა და დამფუძნებელს, რომლებიც თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით იყვნენ დაკავებულები, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებული პირები სასამართლომ თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, მას პროკურატურის ცნობით, საფუძვლად მსჯავრდებულებსა და დაზარალებულის […]