დიდ დიღომში 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი დაარბიეს

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი ვანდალურად დაარბიეს.

ფაქტის ამსახველი ფოტოები მამა ნექტარიოს მჭედლიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც “რუსთავი 2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-117-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.