პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. როგორც სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ზვიად კუპრავამ განაცხადა, აქამდე გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა, ახლა კი საქმე გადაკვალიფიცირდა და ძარცა-ძალადობის მუხლით გაგრძელდა. რაც შეეხება პირველ ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის, ზვიად კუპრავას განცხადებით, მან გამოკითხვის ოქმში ოფიციალურად მიუთითა, რომ ვოლსკი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით. […]
კატეგორია: სამართალი
უკრაინაში კანონიერი ქურდი კობა რუსთავსკი დააკავეს
უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს. ვიდეომასალას კიევის პოლიცია ავრცელებს. ერთ-ერთი დაკავებული “კობა რუსთავსკი” 2016 წლიდან ინტერპოლით საერთაშორისო ძებნილთა სიაშია. მას ესპანეთში მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, იგი სამართალდამცავებმა ჩერნოვიცკის რეგიონში, რუმინეთთან საზღვარზე დააკავეს. იპნ
თბილისში ლიბერთი ბანკს თავს დაესხნენ
თბილისში, ელბაქიძის ქუჩაზე ლიბერთი ბანკს თავს დაესხნენ. უცნიბია წაიღეს თუ არა მძარცველებმა დაწესებულებიდან თანხა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცავთა თქმით, დაშავებული არავინაა, თუმცა ისინი არ საუბრობენ, დააკაევს თუ არა თავდამსხმელები ან რა რაოდენობის თანხაა წაებული. ერთ-ერთი ვერსიით ბანკზე შეიარაღებული თავადასხმა განხორციელდა.
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, 1998 წლით დათარიღებული, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტისა და სხვა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უკანონოდ დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთი 3.460 […]
“ორსული მეუღლე მყავს, ვიჯდები სახლში” – ბორჯომის მერს ლევან ლიპარტიას პატიმრობა შეუფარდეს
ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ლევან ლიპარტიას და მასთან ერთად დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ გიორგი ულუმბელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე პროცესზე პირადი და სამსახურეობრივი კავშირების გათვალისწინებით, მოწმეებზე ზემოქმედების რისკზე მიუთითებდა და ბრლადებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობის მოითხოვდა. ლევან ლიპარტიას შემთხვევაში დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე აღკვეთი ღონისძიების სახით 20.000 ლარის ოდენობით […]
”თბილისში ვცხოვრობ მეუღლესთან და 6 შვილთან ერთად” – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც სხდომაზე საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა განაცხადა, საქმეში არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ ბრალდებულმა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა. მისივე თქმით, საქმეში წარმოდგენილია აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ რაში ითხოვს ბრალდებული თანხას. ასევე საქმეში არსებობს პირდაპირი მოწმის ჩვენებაც. […]
არჩილ ცეცხლაძეს ქობულეთში მკვლელობისთვის პატიმრობა შეეფარდა
ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება არჩილ ცეცხლაძეს განზრახ მკვლელობას ედავება. შემთხვევა სამი დღის წინ, ქობულეთში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. ბრალდებულის ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას და გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მისი თქმით, მოკლული ნაჯახით თავს დაესხა ბრალდებულის სიძეს, არჩილ ცეცხლაძემ კი გასროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა. სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებული კადრები, რომელიც მკვლელობას ასახავს, “კურიერმა” ექსკლუზიურად […]
ოზურგეთში 82 წლის კაცს 10 ნეკნი გაუტეხეს, 80 წლის ქალი სახეში დაჭრეს
დღეს გამთენიისას ყაჩაღობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში. 82 წლის მამაკაცი და 80 წლის ქალი ყაჩაღებმა აწამეს და სახლიდან 2.500 ლარი წაიღეს. ორივე მათგანი ოზურგეთის კლინიკა “მედალფაშია” მოთავსებული. კლინიკის ინფორმაციით, მამაკაცს 10 ნეკნი აქვს გატეხილი, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება ქალს, მას ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის დაწყებული. დამნაშავე ამ […]
ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ მეწარმეს 10.500 ლარი მოსთხოვა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილმა კი – 200.000 – ვიდეო
ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების შესახებ სუსმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. მასში ნათქვამია: “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და […]
ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დააკავეს
ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ, დღეს ბორჯომში დააკავეს. რა მოხდა ბორჯომის თვითმმართველობაში და რა გახდა დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ საქმე ქრთამის აღების ფაქტს უკავშირდება. ამ წუთებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში ფინანსთა სამინისტროს ანტიკორუფცუიული სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და სავარაუდოდ დოკუმენტაციას ამოწმებენ. დეტალებს ტელეკომპანია “ბორჯომი” აზუსტებს ბორჯომი ტვ.










