თბილისში მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს – რა მოხდა პიკასოს ქუჩაზე

თბილისში მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს - რა მოხდა პიკასოს ქუჩაზეთბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.