ზურაბ ბუდაღაშვილი, კახაბერ კუპრეიშვილი და ცოტნე სოსელია გამოუშვეს – 3 წელი პირობით და 2.000 ლარი ჯარიმა

ზურაბ ბუდაღაშვილი, კახაბერ კუპრეიშვილი და ცოტნე სოსელია გამოუშვეს - 3 წელი პირობით და 2.000 ლარი ჯარიმასასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და ისინი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

სასამართლომ სამივე პირი დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე მაია კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას და ზურაბ ბუდაღაშვილს 3-3 წლით პირობითი მსჯავრი და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ბესიკ თამლიანს, ის ბრალს არ აღიარებს. მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი დააკავეს.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებოდათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

იპნ