ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე გამოუშვეს

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე გამოუშვეს„გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა. ბრალდებულ კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა. მას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ცნობისთვის, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.