კატეგორია: სამართალი

მარიანა ჩოლოიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის განმარტებით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღნიშნულთან დაკავაშირებით, ჩოლოიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის […]

“დედას ზურგში დანა ჩაარტყა, ხალიჩაში გაახვია და ცეცხლი წაუკიდა… ქალი რესტორნებში ხატვით ირჩენდა თავს” – დედის მკვლელობის ახალი დეტალები

ბოლო თვეები,ა საქართველო მკვლელობების სერიამ მოიცვა. გუშინ, გვიან ღამით, თბილისში საზარელი ფაქტი მოხდა – 29 წლის ბიჭმა, საკუთარი დედა, დედის დღის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლა და გვამს ცეცხლი წაუკიდა. როგორც “ნიუპოსტს” ისნის რაიონში მცხოვრებლები უყვებიან, მეზობლებმა სახანძრო მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბიჭმა ნაგვის დაწვის მოტივით, ხანძარი გააჩინა, ცეცხლის კერების მატებამ კი ადგილობრივები შეაშინა. ერთ-ერთი […]

პოლიციამ 6,5 მილიონი ლარის ნარკოტიკები გაანადგურა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სისხლის სამართლის 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 6 მილიონ-ნახევარი ლარია. სამართალდამცველები ნარკოტიკებს და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო […]

“ძალიან კარგი ხალხი იყო”- თბილისში შვილმა დედა მოკლა და ცხედარი ეზოში დაწვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.ს., დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 […]

”პოლიცია გია ვოლსკის დაკითხვას აპირებს” – ზვიად კუპრავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. როგორც სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ზვიად კუპრავამ განაცხადა, აქამდე გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა, ახლა კი საქმე გადაკვალიფიცირდა და ძარცა-ძალადობის მუხლით გაგრძელდა. რაც შეეხება პირველ ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის, ზვიად კუპრავას განცხადებით, მან გამოკითხვის ოქმში ოფიციალურად მიუთითა, რომ ვოლსკი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით. […]

უკრაინაში კანონიერი ქურდი კობა რუსთავსკი დააკავეს

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს. ვიდეომასალას კიევის პოლიცია ავრცელებს. ერთ-ერთი დაკავებული “კობა რუსთავსკი” 2016 წლიდან ინტერპოლით საერთაშორისო ძებნილთა სიაშია. მას ესპანეთში მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, იგი სამართალდამცავებმა ჩერნოვიცკის რეგიონში, რუმინეთთან საზღვარზე დააკავეს. იპნ

თბილისში ლიბერთი ბანკს თავს დაესხნენ

თბილისში, ელბაქიძის ქუჩაზე ლიბერთი ბანკს თავს დაესხნენ. უცნიბია წაიღეს თუ არა მძარცველებმა დაწესებულებიდან თანხა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცავთა თქმით, დაშავებული არავინაა, თუმცა ისინი არ საუბრობენ, დააკაევს თუ არა თავდამსხმელები ან რა რაოდენობის თანხაა წაებული. ერთ-ერთი ვერსიით ბანკზე შეიარაღებული თავადასხმა განხორციელდა.

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, 1998 წლით დათარიღებული, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტისა და სხვა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უკანონოდ დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთი 3.460 […]

“ორსული მეუღლე მყავს, ვიჯდები სახლში” – ბორჯომის მერს ლევან ლიპარტიას პატიმრობა შეუფარდეს

ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ლევან ლიპარტიას და მასთან ერთად დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ გიორგი ულუმბელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე პროცესზე პირადი და სამსახურეობრივი კავშირების გათვალისწინებით, მოწმეებზე ზემოქმედების რისკზე მიუთითებდა და ბრლადებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობის მოითხოვდა. ლევან ლიპარტიას შემთხვევაში დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე აღკვეთი ღონისძიების სახით 20.000 ლარის ოდენობით […]

”თბილისში ვცხოვრობ მეუღლესთან და 6 შვილთან ერთად” – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც სხდომაზე საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა განაცხადა, საქმეში არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ ბრალდებულმა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა. მისივე თქმით, საქმეში წარმოდგენილია აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ რაში ითხოვს ბრალდებული თანხას. ასევე საქმეში არსებობს პირდაპირი მოწმის ჩვენებაც. […]