”პოლიცია გია ვოლსკის დაკითხვას აპირებს” – ზვიად კუპრავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

”პოლიცია გია ვოლსკის დაკითხვას აპირებს” - ზვიად კუპრავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭესპოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

როგორც სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ზვიად კუპრავამ განაცხადა, აქამდე გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა, ახლა კი საქმე გადაკვალიფიცირდა და ძარცა-ძალადობის მუხლით გაგრძელდა.

რაც შეეხება პირველ ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის, ზვიად კუპრავას განცხადებით, მან გამოკითხვის ოქმში ოფიციალურად მიუთითა, რომ ვოლსკი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

„დაზარალებულის სტატუსი მომანიჭეს, დაზარალებულად მცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილოთ, საქმე დამძიმდა, რადგან 126-ე ძალადობის მუხლი გადააკვალიფიცირეს 178-ე ძარცვა-ძალადობის მუხლით. ეს ყველფერი არის ფარატინა ქაღალდი თუ არ დააკავებენ იმ ადამიანებს ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემზე თავდასხმაში.

რაც შეეხება გია ვოლსკის, გამოკითხვის მუხლში მივუთითე, რომ ის ფლობს გარკვეულ ინფორმაციას ჩემზე თავდასხმასთან დაკავშირებით, რაზეც პოლიციელები და გამომძიებელი დამპირდა, რომ ყველა ის პირი, ვისზეც მე ვიტყვი რომ შეიძლება ფლობდეს ინფორმაციას, გამოიკითხება.

ვნახე, რომ მათ აქვთ ვოლსკის გამოკითხვის მზაობა. ახლა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ე.წ. დამოუკიდებელ პროკურატურას მისცემს თუ არა გია ვოლსკის დაკითხვის შესაძლებლობას“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე ზვიად კუპრავას ორი მამაკაცი თავს დაესხა, სახეში სითხე შეასხეს, რის შემდეგ დაზიანებეი სახისა და თავის არეში ე.წ კასტეტით მიაყენეს.