ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება არჩილ ცეცხლაძეს განზრახ მკვლელობას ედავება. შემთხვევა სამი დღის წინ, ქობულეთში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. ბრალდებულის ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას და გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მისი თქმით, მოკლული ნაჯახით თავს დაესხა ბრალდებულის სიძეს, არჩილ ცეცხლაძემ კი გასროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა. სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებული კადრები, რომელიც მკვლელობას ასახავს, “კურიერმა” ექსკლუზიურად […]
კატეგორია: სამართალი
ოზურგეთში 82 წლის კაცს 10 ნეკნი გაუტეხეს, 80 წლის ქალი სახეში დაჭრეს
დღეს გამთენიისას ყაჩაღობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში. 82 წლის მამაკაცი და 80 წლის ქალი ყაჩაღებმა აწამეს და სახლიდან 2.500 ლარი წაიღეს. ორივე მათგანი ოზურგეთის კლინიკა “მედალფაშია” მოთავსებული. კლინიკის ინფორმაციით, მამაკაცს 10 ნეკნი აქვს გატეხილი, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება ქალს, მას ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის დაწყებული. დამნაშავე ამ […]
ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ მეწარმეს 10.500 ლარი მოსთხოვა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილმა კი – 200.000 – ვიდეო
ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების შესახებ სუსმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. მასში ნათქვამია: “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და […]
ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დააკავეს
ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ, დღეს ბორჯომში დააკავეს. რა მოხდა ბორჯომის თვითმმართველობაში და რა გახდა დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ საქმე ქრთამის აღების ფაქტს უკავშირდება. ამ წუთებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში ფინანსთა სამინისტროს ანტიკორუფცუიული სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და სავარაუდოდ დოკუმენტაციას ამოწმებენ. დეტალებს ტელეკომპანია “ბორჯომი” აზუსტებს ბორჯომი ტვ.
”ლაშამ დედა და და გამთენიისას მოკლა” – ჭოპორტში მკვლელობის ახალი დეტალები
დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოპორტში 40 წლის ლაშა ქიმბარიშვილმა 28 თებერვალს, გამთენიას, სანადირო თოფიდან გასროლით დედა და და მოკლა. დედა ადგილზე დაიღუპა, სასიკვდილოდ განწირული და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა. მომხდარით შეძრულები არიან თანასოფლელები დ ავერ აუხსნიათ, რატომ დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია. kvirispalitra.ge ესაუბრა დუშეთის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბატონ მამუკა აფციაურს: – […]
“გვეგონა, თეა მაინც გადარჩებოდა, რადგან პულსი ესინჯებოდა” – ლაშა ქემბარაშვილი პოლიციას ჩაბარდა
დუშეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. 41 წლის ლაშა ქემბარაშვილი, რომელიც დედისა და დის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაშია ბრალდებული, პოლიციას თავად ჩაბარდა. რაც შეეხება საზარელი მკვლელობის მოტივს, ამაზე ჭოპორტში მცხოვრებლებს საუბარი უჭირთ, ისინი მამაკაცს დადებითად ახასიათებენ და ოჯახში კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გასროლის ხმა 08:00 საათზე გაიგეს. ქემბარაშვილის დედა […]
სუსმა ყვარლის სატყეოს 2 თანამშრომელი დააკავა – ვიდეო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის 6 თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის […]
ზვიად კუპრავა – „მირტყამდნენ კასტეტს და ბოთლი გადამამტვრიეს თავზე..”
სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა კლინიკიდან გაწერეს. მას ცემის კვალი სახეზე დღესაც ეყუობა. ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მომხდარის უკან ხელისუფლების კვალს ხედავს და მისი ცემის დეტალებს იხსენებს: მისი თქმით, თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. კუპრავა ამბობს, რომ დაუდგენელკმა პირებმა მას ჯერ სახეში გაურკვეველი სითხე შეასხეს, შემდეგ კი გამეტებით სცემეს. კუპრავას მონაყოლით, […]
ჭოპორტში 45 წლის კაცს დის და დედის მკვლელობისთვის ეძებენ
ჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და, სავარაუდოდ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფით მოკლა. დედა ადგილზე დაიღუპა, ხოლო ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” და მესამე ნაწილის “ა” […]
72 წლის პ.გ. თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდებისთვის მიმართვისთვის დააკავეს – ვიდეო
დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, „კანონიერი ქურდებისთვის“ მიმართვის ბრალდებით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.გ., „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის […]










