კატეგორია: სამართალი

მიხეილ ზაუტაშვილს დედის და ბებიის მკვლელობისთვის პატიმრობა შეეფარდა

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მიხეილ ზაუტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც. ადვოკატ თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისინი ბრალდების მხარის პოზიციას […]

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ახალგარდა მამაკაცებს შორის უთანხმობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19. 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრაზ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ კრიმინალისტების ჯგუფები […]

ივანიშვილმა საპატიმრო დატოვა

რუსთავის ნომერ მეექვსე პენიტენციალური დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ჯონი ივანიშვილმა 6 წლისა და 9 თვის შემდეგ საპატიმრო დატოვა.  ივანიშვილი სასჯელს პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის იხდიდა. ცნობისათვის, ივანიშვილი 2013 წელს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან და ციხის დირექტორმა, ვლადიმერ კაპანაძემ შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და პატიმრებს აწამებდნენ და აშინებდნენ. მათი უშუალო ორგანიზებითა და მონაწილეობით […]

გურჯაანის კლინიკაში მალხაზ ბადუაშვილის პალატას ესროლეს

დაუდგენელმა პირებმა გურჯაანის საავადმყოფო დაცხრილეს. კლინიკის მიმართულებით სროლას “კურიერთან” თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებს არ ყვებიან. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ პალატის მიმართულებით ისროლეს, სადაც ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოსული მალხაზ ბადუაშვილი იყო მოთავსებული. ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. გავრცელებული ინფორმაციით, მას ინციდენტამდე კონფლიქტი თანასოფლელებთან ჰქონდა, რომლის დროსაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ბადუაშვილი […]

მარიანა ჩოლოიანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განუცხადა. როგორც გვაზავა განმარტავს, პენიტენციური დეპარტამენტი პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როცა მდგომარეობა მძიმდება და ადგილზე არსებულ მედპერსონალს არ შეუძლია დახმარების აღმოჩენა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავარაუდოდ, დღის მეორე […]

”18 წლის ბიჭი დედის და ბებიის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო” – ნაძალადევში მკვლელობის საქმის ახალი დეტალები

თბილისში ბებიასა და დედის მკვლელობის საქმეზე ახალი და სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიჭი 18 წლისაა და ის კერძო სკოლაში სწავლობს. ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მოზარდი ოჯახის წევრების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო. უფლებადამცველი სკოლაში შესაძლო ჩაგვრაზეც ამახვილებს ყურადღებას. “ეს ბავშვი იზრდებოდა უმამოდ. ოჯახის წევრების მხრიდან წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა. ეს […]

ბორის კაკუბავა – ”ნაციონალებმა მოისყიდეს სარალიძე”

„ნაცმოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს,-ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზებრალდებული მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკურია. „ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამ მიმართულებით მიჰყავდათ მთელი ეს ბრძოლა, სარალიძეს უნდა დაემხო ხელისუფლება. „ნაცმოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს. […]

თენგიზ კალანდია – ”ჯოჯოხეთში გავივლი და ბევრსაც წავათრევ ამ ჯოჯოხეთში”

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია მისი შვილის მიმართ ცოტა ხნის წინ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. როგორც თენგიზ კალანდიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, გამოძიება სათანადოდ ვერ წაიყვანეს და ყველაზე მარტივად ხელი „შეახოცეს“ კალანდიების ოჯახს. „ოცნებამ თავისი გაფუჭებული საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი. აქ იყო სერგი კაპანაძის, „ევროპული საქართველოს“ […]

მიხეილ კალანდიას 11 წელი და 3 თვე მიესაჯა

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ხორავას […]

დედის და ბებიის მკვლელობა 19 წლის ბიჭმა პოლიციას თავად შეატყობინა

მეზობლების ინფორმაციით, თბილისში, ზოზიაშვილის ქუჩაზე ბებიისა და დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის ახალგაზრდას ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონია და მან მკვლელობის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა. „წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. ხმამაღლა ლაპარაკიც არ გამიგია. დაახლოებით 7 წელია აქ ცხოვრობენ, თუმცა სახლის მეპატრონე სხვა პირია, ის ამერიკაში ცხოვრობს და სახლი ოჯახს დაუტოვა, რადგან შეეცოდა ესენი, სოფლიდან იყვნენ […]