”18 წლის ბიჭი დედის და ბებიის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო” – ნაძალადევში მკვლელობის საქმის ახალი დეტალები

”18 წლის ბიჭი დედის და ბებიის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო” - ნაძალადევში მკვლელობის საქმის ახალი დეტალებითბილისში ბებიასა და დედის მკვლელობის საქმეზე ახალი და სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიჭი 18 წლისაა და ის კერძო სკოლაში სწავლობს.

ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მოზარდი ოჯახის წევრების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო.

უფლებადამცველი სკოლაში შესაძლო ჩაგვრაზეც ამახვილებს ყურადღებას.

“ეს ბავშვი იზრდებოდა უმამოდ. ოჯახის წევრების მხრიდან წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა. ეს გროვდებოდა და ძალიან მძიმედ იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება და განისაზღვრება მისი ფსიქიკური მდგომარეობა“, – აცხადებს ადვოკატი.

თამარ გაჩეჩილაძის თქმით, მოზარდს კონფლიქტი ჰქონდა ყველასთან – საზოგადოების ნაწილთანაც.

“სკოლაშიც იყო ბულინგის შემთხვევები. ეს ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. კონფლიქტის მიზეზი იყო ყოველღიური კამათი, ჩხუბი ოჯახთან და საზოგადოებასთან. დედა და ბებია ძალადობდნენ მასზე ფსიქოლოგიურად”- აღნიშნავს ადვოკატი.

ბრალდებულის შესახებ საუბრობს მისი სკოლელიც, რომლის თქმით, დაკავებულს  ამის ჩადენა არ შეეძლო.

“სკოლიდან 1 წელი გამოვიდა და ამ ბოლო დროს ისევ გააგრძელა სწავლა. პრობლემებზე საერთოდ არ საუბრობდა არასოდეს. კონფლიქტური პიროვნება არ ყოფილა. ჩემი აზრით, ამის ჩადენა მართლა არ შეეძლო. ვერ ვხვდები, ეს როგორ გააკეთა,” – აცხადებს სავარაუდო ბრალდებულის სკოლელი გიორგი კოპაძე.

ნიუპოსტი