თენგიზ კალანდია – ”ჯოჯოხეთში გავივლი და ბევრსაც წავათრევ ამ ჯოჯოხეთში”

თენგიზ კალანდია - ”ჯოჯოხეთში გავივლი და ბევრსაც წავათრევ ამ ჯოჯოხეთში”დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია მისი შვილის მიმართ ცოტა ხნის წინ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

როგორც თენგიზ კალანდიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, გამოძიება სათანადოდ ვერ წაიყვანეს და ყველაზე მარტივად ხელი „შეახოცეს“ კალანდიების ოჯახს.

„ოცნებამ თავისი გაფუჭებული საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი. აქ იყო სერგი კაპანაძის, „ევროპული საქართველოს“ და „ოცნების“ ინტერესი. აუცილებლად წავალთ სტრასბურგში. ყველაზე ადვილად ჩვენზე იყო ხელი შესახოცი, კალანდიებზე. სუბელიანის ინტერესი არანაირი არ იყო აქ. აქ იყო „ევროპული საქართველოს“ ინტერესი. არანაირი ინტერესი არ ჰქონია სუბელიანს ამ საქმეში.

რა დავალებაც ჰქონდა მოსამართეს, ის შეასრულა. ზაზა სარალიძემ 2 კვირის წინ გააჟღერა, 15 წელზე მეტს არ მიუსჯიანო და ეს შეასრულეს. ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს გავლა, გავივლი და ბევრსაც წავათრევ კიდევ იმ ჯოჯოხეთში,“- განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

იპნ