გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე “ინტერპრესნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოსთან საუბარში ინფორმირებული წყარო ჰყვება, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სამხედრო პირი, მერაბ კობიაშვილი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ტურისტებს ემსახურებოდა. წყაროს ცნობითვე, მკვლელობამდე დაახლოებით, 2 კვირით ადრე, ინციდენტში მონაწილე პირებისა და გარდაცვლილის მხრიდან ბელარუს ტურისტებთან ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც ტურისტები სასტიკად სცემეს. „როგორც […]
კატეგორია: სამართალი
სამტრედიაში განქორწინებისთვის მისულ ქალს რეესტრში ქმარმა ყელი გამოჭრა – დაკავებულია გ.ა.
სამტრედიაში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ მოკლა. ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მეუღლე მივიდა და ყელი გამოჭრა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობები განქორწინების პროცედურის დაწყებამდე მიაყენა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული […]
ტაქსის მძღოლი მოკლა, ცხედარი მანქანაში ჩასვა და მანქანა დაწვა – პოლიციამ ნ.ხ. დააკავა
ყარაჯალარში, მანქანაში ნაპოვნი დამწვარი პირი იდენტიფიცირებულია, მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლს – 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე […]
გარდაბნის ტყეში, დამწვარ მანქანაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალართან მისასვლელ გზაზე, ტყეში სამართალდამცველებმა დამწვარი ავტომანქანა ნახეს. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იყო, რომელიც ტაქსის მძღოლია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გუდაურში მკვლელობისთვის დაკავებული აგვისტოს ომის გმირია
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მამაკაცი „ყოფილი სამხედრო და აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირია“. „ბრალს, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ უტყუარად ჩნდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები. ბრალდებულის მიმართ რამდენიმე ადამიანი ახორციელებდა ძალადობას, ის არაერთხელ […]
მკვლელობა გუდაურში – მედიაში ვიდეო გავრცელდა
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეში მინიმუმ 2 ვიდეო-მრკიცებულება დევს. “მთავარის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიურ კადრებში ჩანს, რომ მკვლელობამდე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელშიც მინიმუმ 6 ადამიანი მონაწილეობდა. კადრში ჩანს მკვლელობაში ბრალდებული. დაპირისპირება 06:00 საათზეა დაწყებული.გუდაურში მოკლული მამაკაცი 28 წლის თამაზ გორთამაშვილია. იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი […]
გუდაურში მოკლული მამაკაცი თამაზ გორთამაშვილია, დაჭრილი – დავით სეთურიძე
გამთენიისას, გუდაურში მოკლული მამაკაცი 28 წლის თამაზ გორთამაშვილია, რომელიც ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი და ხელჩართული დაპირისპირება უძღოდა, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოყვა. მოკლულის ახლობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი აცხადებენ თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. 28 წლის ახალგაზრდა გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და ბარმენობასთან […]
გუდაურში მომხდარი მკვლელობისთვის მ.კ. დააკავეს
გუდაურში მომხდარი მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მული) ბრალდებით, ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს […]
”მოკლული 22 წლისაა, კამათისა და გინების ხმა ისმოდა. იყო სროლაც” – გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები
გუდაურში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “მთავარის” ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის მონაწილეები ერთი სამეგობროს წევრები არიან. მოკლულია 22 წლის ბიჭი, მას 3 ტყვია აქვს მოხვედრილი. ერთი დაჭრილი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ძალიან ძიმეა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა და დააკავეს და გუდაურის პოლიციის განყოფილებაში კითხავენ. “ხმაური იყო, კამათისა და გინების ხმა ისმოდა. იყო სროლაც. ეს […]
რატომ მოკლეს ფატია ჰუსეინოვა – ეჭვიანობა თუ ნარკოტიკები
გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მოკლული 23 წლის ქალის, ფატია ჰუსეინოვას მკვლელობის მოტივზე საუბრობენ ბრალდებულის, 33 წლის ტელმან მუსტაფაევის ოჯახის წევრები და მეზობლები. მათი ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ცოლი, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. მეზობლების განცხადებით, ტელმან მუსტაფაევი სამუშაოდ რუსეთში იმყოფებოდა, აგროვებდა თანხას, რათა საქართველოში სახლი აეშენებინა და მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ეცხოვრა. “ის სწორად მოიქცა… […]










