ბათუმში მშენებარე ობიექტზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში მშენებარე ობიექტზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესბათუმში, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხელ კვალზე სამართალდამცავებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც მამაკაცს ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.