ლიბერიის ტანკერიდან 4 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ლიბერიის ტანკერიდან 4 ქართველი მეზღვაური გაიტაცესქართველი მეზღვაურების გატაცების შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 20 თებერვალს, ღამით შეიარაღებული პირები ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს თავს დაესხნენ და გაიტაცეს 10 მეზღვაური, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.

„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს გემთფლობელ კომპანიასთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი და ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან, ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. ოჯახები ინფორმირებულია და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უშუალოდ შეხვდება თითოეულს,“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

10 გატაცებულიდან 4 საქართველოს მოქალაქეა.

ბათუმელები