კატეგორია: სამართალი

“ნიკოლოზ ხადურმა ტაქსისტი დავით შამათავა ნაჯახით და დანით მოკლა” – ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა – ვიდეო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში, ტაქსის მძღოლის დავით შამათავას მკვლელობაში ბრალდებულს, ნიკოლოზ ხადურს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა, პროკურორის, ლევან ჯალაღანიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. საქმის პროკურორის განცხადებით, მოთხოვნა იყო ბრალდებულის მიმართ, სასამართლოს გამოეყენებინა აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა, ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს ჰყავს დედა თურქეთის რესპუბლიკაში, მას […]

”გიგა აბრალავამ ცოლის მკვლელობამდე შვილს უთხრა, მალე დედიკო აღარ გეყოლებაო”

სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლულ 26 წლის სალომე ხუბუას გლოვობენ. როგორც მოკლულის ბებია აცხადებს, ქალი ხშირად იყო მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპპლი, თუმცა ამას ბოლო პერიოდამდე მალავდა. ხუბუას ბებიას თქმით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გიგა აბრალავამ მცირეწლოვან შვილს დაურეკა და უთხრა, რომ მას დედა აღარ ეყოლებოდა. “ერთი თვის წინ დაგვირეკა, მიშველეთო! ორ საათში ბათუმში გავჩნდით და წამოვიყვანეთ. […]

ადვოკატი – ”გიგა აბრალავა უმძიმეს მდგომარეობაშია, ის სალომე ბოხუას მკვლელობას აღიარებს”

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიგა აბრალავა  წარდგენილ ბრალს აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა პავლე კაკაბაძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის გამო, სინანულს გამოთქვამს. მისივე თქმით, ბრალდებულს ბრალი უკვე წარედგინა. „ჩემ დაცვის ქვეშ მყოფ პირს შევხვდი, უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, ძალიან წუხს მომხდარის გამო. რა თქმა უნდა, ეს არ ამსუბუქებს მის მდგომარეობას, […]

ვინ არის გიგა აბრალავა, რომელიც ცოლის, სალომე ბოხუას, მკვლელობისთვის დააკავეს

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება სამტრედიაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ვინაობა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი მეზობლებზე დაყრდნობით ადგილიდან იუწყება, ბრალდებულის სახით დაკავებულია 28 წლის გიგა აბრალავა. ის დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, გიგა აბრალავა და მისი მეუღლე, 26 წლის სალომე ბოხუა უკვე ერთი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. დღეს კი სამოქალაქო რეესტრში განქორწინება […]

გუდაურში მკვლელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილი სასტიკადაა ნაცემი – ახალი დეტალები

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე “ინტერპრესნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოსთან საუბარში ინფორმირებული წყარო ჰყვება, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სამხედრო პირი, მერაბ კობიაშვილი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ტურისტებს ემსახურებოდა. წყაროს ცნობითვე, მკვლელობამდე დაახლოებით, 2 კვირით ადრე, ინციდენტში მონაწილე პირებისა და გარდაცვლილის მხრიდან ბელარუს ტურისტებთან ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც ტურისტები სასტიკად სცემეს. „როგორც […]

სამტრედიაში განქორწინებისთვის მისულ ქალს რეესტრში ქმარმა ყელი გამოჭრა – დაკავებულია გ.ა.

სამტრედიაში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ მოკლა. ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მეუღლე მივიდა და ყელი გამოჭრა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობები განქორწინების პროცედურის დაწყებამდე მიაყენა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული […]

ტაქსის მძღოლი მოკლა, ცხედარი მანქანაში ჩასვა და მანქანა დაწვა – პოლიციამ ნ.ხ. დააკავა

ყარაჯალარში, მანქანაში ნაპოვნი დამწვარი პირი იდენტიფიცირებულია, მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლს – 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე […]

გარდაბნის ტყეში, დამწვარ მანქანაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალართან მისასვლელ გზაზე, ტყეში სამართალდამცველებმა დამწვარი ავტომანქანა ნახეს. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იყო, რომელიც ტაქსის მძღოლია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გუდაურში მკვლელობისთვის დაკავებული აგვისტოს ომის გმირია

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მამაკაცი „ყოფილი სამხედრო და აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირია“. „ბრალს, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ უტყუარად ჩნდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები. ბრალდებულის მიმართ რამდენიმე ადამიანი ახორციელებდა ძალადობას, ის არაერთხელ […]

მკვლელობა გუდაურში – მედიაში ვიდეო გავრცელდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეში მინიმუმ 2 ვიდეო-მრკიცებულება დევს. “მთავარის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიურ კადრებში ჩანს, რომ მკვლელობამდე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელშიც მინიმუმ 6 ადამიანი მონაწილეობდა. კადრში ჩანს მკვლელობაში ბრალდებული. დაპირისპირება 06:00 საათზეა დაწყებული.გუდაურში მოკლული მამაკაცი 28 წლის თამაზ გორთამაშვილია. იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი […]