სისხლიანი გარჩევა არასრულწლოვნებს შორის – სამგორში დაჭრილი 15 წლის ბიჭის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. მოზარდს დანით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეობდნენ 74-ე სკოლის მოსწავლეები – ჩხუბიც სკოლის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველი, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, ამბობს, რომ არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმე იყო, ხოლო ინციდენტში, რომელიც […]
კატეგორია: სამართალი
“ძმებ კაკულიებს არც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან და არც არაყიშვილზე დაჭრასთან კავშირი არ აქვთ” – ადვოკატი
დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, მათი დაკავება არც არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრას და არც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს არ უკავშირდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ანთაძე აცხადებს, კაკულიებს ის იარაღი, რომლის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავებიან, თვალით არ უნახავთ. ადვოკატის თქმით, კაკულიებს იარაღი „ჩაუდეს“. „ორივე დაკავებულს შევხვდი, მათი დაკავება როცა მოხდა, ზეპირსიტყვიერად განუმარტეს, რომ იარაღის […]
ძმები კაკულიები დააკავეს
“მთავარი არხის” ინფორმაციით, სამი დღის წინ თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძმები – გუგა და დათა კაკულიები დააკავეს. მათ ორი ადამიანი დაჭრეს. სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი ავტომობილში სხდებოდნენ, როცა მოტოციკლითა და ნიღბებით მათ თავს დაესხნენ. ჩვენი ინფორმაციით, ძმები კაკულიები, გუშინ გვიან ღამით, ორთაჭალაში დააკავეს მაშინ, როცა ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ. წარსულში არსებობდა ვერსია, რომ […]
“ჩემთან სექსი სცადა, უარი ვუთხარი და მერე 30 კაცი მოვარდა”
ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც გამთენიისას უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავდასხმის დეტალებს იხსენებენ. ერთ-ერთი მათგანი ყვება, რომ 02:00 საათზე, სახლთან უცნობი კაცი დახვდა და მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება სცადა, რაზეც უარი მიიღო. როგორც დაზარალებული ამბობს, ამის შემდეგ კაცი წავიდა, თუმცა მოგვიანებით 30-მდე თანმხლებ პირთან ერთად დაბრუნდა და როგორც მას, ასევე მის 4 ტრანსგენდერ ქალ მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. […]
ვარკეთილში ბავშვებმა 3 მაღაზია გაქურდეს
ქურდობა ვარკეთილში – 3 მაღაზიიდან წაღებულია თანხა, დაახლოებით 2.000 ლარი და ტანსაცმელი. შემთხვევა ჯავახეთის ქუჩაზე დილის 7:00 საათზე მოხდა. სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს 4 არასრულწლოვანი, რომლებსაც სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ, კარის გასახსნელად. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ქურდობაში მონაწილე ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია. ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც 18 წლამდე პირები იჭრებიან როგორც ტანსაცმლის, […]
გარდაბანში მკვლელობისთვის ი.კ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული ი.კ. და მისი თანასოფლელი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა […]
საქართველომ 5 მოსამართლე აშშ-ში ორთვიან კურსებზე არ გაუშვა
“ქართული ოცნებისა” და სასამართლოში არსებული “კლანის” გადაწყვეტილებით, 6 მოსამართლე აშშ-ში კვალიფიკაციას ვეღარ აიმაღლებს. მას შემდეგ, რაც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ტრენინგზე არც სხვა მოსამართლეები გაეშვა. ხათუნა ხარჩილავა, მაია ქოქიაშვილი, ნინო ნაჭყებია, გიზო უბილავა და რომეო ტყეშელაშვილი 2-თვიან ტრენინგზე შტატებში დღეს უნდა გამგზავრებულიყვნენ, […]
გოგონას ნარკოტიკი ჩაუყარეს და შიშველს ფოტოები გადაუღეს
ძალადობა და შანტაჟი არასრულწლოვნების მხრიდან – შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მეცხრე კლასელებმა თანატოლ გოგონაზე იძალადეს. ამ დროისთვის საჯაროდ ცნობილია ის ფაქტი, რომ გოგონას სასმელში ნარკოტიკი ჩაყარეს და გონებადაკარგულს შიშველი ფოტოები გადაუღეს. თუმცა ეს ისტორია ჯერ გამოძიებამ უნდა დაადასტუროს, ისევე, როგორც შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტი. თუმცა საგამოძიებო უწყება განმარტებებს არ აკეთებს. ისევე როგორც დუმან პედაგოგები და […]
ვაკეში არაყიშვილზე მოპედიდან 2 მამაკაცს 10 ტყვია ესროლეს
სროლა ვაკეში – დაახლოებით 1 საათის წინ, არაყიშვილის ქუჩაზე 2 მამაკაცი დაჭრეს. “კურიერის” ინფორმაციით, ქუჩაზე გაიარა მოპედმა, საიდანაც ორ 25 წლამდე მამაკაცს, დაახლოებით 10 ტყვია ესროლეს. ისინი ფეხის არეში დაიჭრნენ, დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა მანქანა შუქნიშანზე იყო გაჩერებული. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.
სროლა თბილისში ფანასკერტელზე
თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა, თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.









