სამგორში 15 წლის ბიჭი დაჭრეს – კონფლიქტში 20 ბავშვი მონაწილეობდა

სამგორში 15 წლის ბიჭი დაჭრეს - კონფლიქტში 20 ბავშვი მონაწილეობდასისხლიანი გარჩევა არასრულწლოვნებს შორის – სამგორში დაჭრილი 15 წლის ბიჭის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. მოზარდს დანით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეობდნენ 74-ე სკოლის მოსწავლეები – ჩხუბიც სკოლის მიმდებარედ მოხდა.

თვითმხილველი, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, ამბობს, რომ არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმე იყო, ხოლო ინციდენტში, რომელიც ავტოფარეხში მოხდა, 20-მდე პირი მონაწილეობდა.

სკოლის თანამშრომლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

როგორც ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელი მერაბ ჯოხარიძე “კურიერთან” საუბარში აცხადებს, მოზარდს ბევრი სისხლი აქვს დაკარგული, ამ ეტაპზე სისხლდენის შეჩერება მოხერხდა, ჭრილობა ცივი იარაღითაა მიყენებული.

“კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევა დღის პირველ ნახევარში, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა.

დაჭრილ მოზარდს „ამტელ ჰოსპიტალში“ ოპერაცია ჩაუტარდა.

ბავშვთა რეანიმაციის გამგის, მერაბ ჯოხაძის განცხადებით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჯერჯერობით წარმატებულად ჩანს ჩატარებული ოპერაცია, სისხლდენა შეჩერებულია, სტაბილურობა არის მიღწეული, აპარატულ სუნთქვაზე რჩება ჯერჯერობით. ამ ეტაპზე უკეთესობა არის, მაგრამ ჯერჯერობით მაინც კრიზისული პერიოდია ერთი-ორი დღე, მაგრამ წარმატებულად ჩატარდა ოპერაცია. ერთი შემავალი ჭრილობა იყო, მაგრამ შიგნით ბევრი დაზიანებები იყო, ნაწლავები და სისხლძარღვები იყო დაზიანებული. სავარაუდოდ, მეტი ოპერაცია აღარ დასჭირდება“, – განაცხადა მერაბ ჯოხაძემ.