ვაკეში არაყიშვილზე მოპედიდან 2 მამაკაცს 10 ტყვია ესროლეს

ვაკეში არაყიშვილზე მოპედიდან 2 მამაკაცს 10 ტყვია ესროლესსროლა ვაკეში – დაახლოებით 1 საათის წინ, არაყიშვილის ქუჩაზე 2 მამაკაცი დაჭრეს.

“კურიერის” ინფორმაციით, ქუჩაზე გაიარა მოპედმა, საიდანაც ორ 25 წლამდე მამაკაცს, დაახლოებით 10 ტყვია ესროლეს. ისინი ფეხის არეში დაიჭრნენ, დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა მანქანა შუქნიშანზე იყო გაჩერებული.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.