კატეგორია: სამართალი

ვახტანგ რობაქიძე – “ანრი ოხანაშვილი დამემუქრა, მე გაჩვენებ, შენ ვინ ვარ და რას დაგმართებო”

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ რობაქიძე აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მას შეაგინა და დაემუქრა. აღნიშნულის შესახებ ვახტანგ რობაქიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. რობაქიძე არ გამორიცხავს, რომ მან შესაძლოა, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას მიმართოს. რობაქიძემ, რომელსაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, პენიტენციური დაწესებულება წუხელ დატოვა. როგორც ბრალდებული აღნიშნავს, იმ მომენტში, როცა ინციდენტი მოხდა, მას ოხანაშვილის ოჯახის […]

“სურამში მოკლული ბეტა ნაჭყებიას დედა თურქეთშია, 5 წლის შვილი მეორე ქმრისგან ჰყავს”

სურამში, ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ბეტა ნაჭყებია ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ქვალონიდანაა. ამის შესახებ სოფლის რწმუნებულმა ცოტნე დადიანმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა. „ბეტა ჩემი კლასელია, ძალიან კარგი გოგო, ადრე აქ იყო გათხოვილი, 5 წლის შვილი მეორე ქმრისგან ჰყავს. როგორც აქ სოფელში ამბობენ, ამ მეორე ქმარს, რომელთანაც გაშორებული იყო, საკუთარი ბებიის სახლში მოუკლავს. აქ სოფელში ვიყავი ახლა სახლში, არავინ […]

ბეტა ნაჭყებიას მკვლელობისთვის მისი ყოფილი ქმარი ლევან ლომიძე დააკავეს – ”ცოლთან უთანხმოების გამო ბოლო 1 თვე ყოველდღე სვამდა”

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლევან ლომიძე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ბეტა ნაჭყებიას. ურთიერთშელაპარაკებისას, […]

”ჩემს შვილს ბავშვს არ ატანდნენ და ამაზე ბრაზდებოდა” – სურამში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

სურამში შემზარავი მკვლელობის მოტივად მეზობლები და ახლობლები ეჭვიანობას და უთანხმოებას ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, მეუღლეები ერთმანეთს წლების წინ გასცილდნენ, თუმცა ბავშვის გამო გარკვეული ურთიერთობა მაინც ჰქონდათ. როგორც ეჭვმიტანილის დედა აცხადებს, წყვილი ერთმანეთს 6 წლის წინ დაშორდა. მისივე თქმით, გარდაცვლილი ქალი მამას შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა, რაც ეჭვმიტანილის გაღიზიანების მიზეზი ხშირად გამხდარა. “6 წელია ჩემი რძალი ჰქვია და […]

ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე 600-600 ლარით დაჯარიმდნენ

გენერალურ პროკურატურასთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მხოლოდ 166-ე მუხლის დარღვევისთვის სცნო დამნაშავედ, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს და ადმინისტრაციული სახდელის სახით 600-600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავდა და […]

კახეთში სიმამრის მკვლელობისთვის არჩილ ჯანგულაშვილი თვენახევრის შემდეგ დააკავეს

კახეთის პოლიციამ, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, სოფელ ნუკრიანში მოკლული ფირუზ გოგინაშვილის სიძე დააკავა. არჩილ ჯანგულაშვილს გამოძიებამ ამ ეტაპზე  სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით წაუყენა ბრალი, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. თუმცა, ჯანგულაშვილის წინააღმდეგ, 2019 წლის 30 ნოემბერს გამოძიება 108 განძრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. პარალელურად სიღნაღის პოლიცია ჯანგულაშვილს 126-ე ძალადობის მუხლს ედავება, რადგან ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჯანგულაშვილი  მეუღლეზე […]

”ერთმა ირანელმა პირზე ამაფარა ხელი და იატაკზე დამაგდო, მეორემ ჟალუზი ჩამოწია, ცდილობდნენ, გავეგუდე” – რას ყვება სავალუტოს მოლარე

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურზე თავდასხმისას დაშავებული მოლარე ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოში რჩება. პაციენტს დაზიანებულ ფეხზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, იგეგმება კიდევ ერთი ოპერაცია. “კურიერი” თავდასხმისას დაშავებულ ქალს ესაუბრა. “ცხრა საათზე ვკეტავდი სავალუტო ჯიხურს, სწორედ ამ დროს შემოვიდა ეს პიროვნება და მითხრა, თანხა დამიშალეო, რადგან უკვე დაკეტილები ვიყავით, ვერ დავუშლიდი. თავიდანვე ეტყობოდა, რომ აფორიაქებული იყო, ვეცადე ქუჩაში გამოვსულიყავი, […]

თბილისში სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის დაყაჩაღებისთვის ირანის მოქალაქე ჰ.მ. დააკავეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის […]

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს 1-დან 3 წლამდე ემუქრება

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარუდგინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, ვახტანგ რობაქიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს. ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე გუშინ დააკავეს. ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულიხმობს ხულიგნობას, რომელიც გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ჩადენილია ძალადობის მუქარით. ვახტანგ რობაქიძეს […]

სურამში 26 წლის ბეტა ნაჭყებია მეუღლემ ლოგინში მოკლა

სურამში მკვლელობა მოხდა. 30 წლამდე ბეტა ნაჭყებიას თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, გოგონა მეუღლებ 32 წლის ლევან ლომიძემ ლოგინში მოკლა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდათ და ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ. მათ 5 წლის შვილი ჰყავთ. მომხდარზე გამოძიება 109-მუხლის მეორე „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში […]