ქობულეთში, სოკარის ფილიალის ეზოში, დაცვა თოკით დააბეს

ქობულეთში, სოკარის ფილიალის ეზოში, დაცვა თოკით დააბესქობულეთში, “სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას” ფილიალში თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელები შენობაში შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დააბეს, რის შემდეგაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.

კომპანიის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის თქმით, დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, თუმცა ვახტანგ ბერიშვილის ვერ აკონკრეტებს, წაიღო თუ არა თავდამსხმელმა თანხა.

„ობიექტზე დაცვის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, თუმცა მეორე სხვა ოთახში იყო და ამ შემთხვევის შესახებ არ გაუგია. დაცვის თანამშრომელი გაკოჭეს და აპარატიდან თანხის წაღებას ცდილობდნენ… აპარატი გახსნილი არ იყო, სხვა დეტალები ზუსტად არ ვიცი…“ – ამბობს ვახტანგ ბერიშვილი,

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.

ტვ25, ბათუმელები